29
Nov
2018

ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე – Ikea-ს საახალწლო ვიდეორგოლი

29 Nov 2018

Ikea-მ საახალწლო რეკლამა გამოუშვა. წელიწადის მიწურულს, როგორც წესი, კომპანიები მეტი საჩუქრის შეძენისკენ მოუწოდებენ, თუმცა, Ikea ძველი ნივთების “გაცოცხლებაზე” ამახვილებს ყურადღებას. ეს რეკლამა რაღაცით სანათის ამბის ჰგავს, ეს 2017 წლის საახალწლო ვიდეორგოლია, სადაც მიტოვებულ სანათს პატარა გოგონა პოულობს, სახლში მიაქვს და იქ ის კვლავ საჭირო ნივთად იქცევა. წლევანდელ ვიდეორგოლში, სახელწოდებით Magic Man,  სიუჟეტის მთავარი გმირი პატარა ბიჭუნაა, რომელიც ჯადოქრობითაა გატაცებული, თუმცა ოჯახის წევრების მოხიბვლას ვერ ახერხებს. ბიჭის დახმარებას ბაბუა გადაწყვეტს, რომელიც ძველ კარადას თანამედროვე ილუზიონისტისთვის გამოსადეგ ინსტრუმენტად გარდაქმნის…

 

განხილვა