in

რატომ დაიწყო IKEA-მ მდგრადობაზე ზრუნვა სამზარეულოდან?

მართალია, მცენარეული ხორცის შესახებ აქამდეც ბევრი გვსმენია და ბევრიც გვინახავს, თუმცა ახლა იესპერ ბროდინი აცხადებს, რომ მას მცენარის ბურთები უყვარს… დიახ, მცენარეული ხორცის ბურთები, რომლებიც არა მარტო პლანეტისთვისაა კარგი, არამედ თავად IKEA-სთვისაც. ბროდინი კი იკეას მფლობელი Ingka Group-ის ხელმძღვანელია და ეს მცენარის ბურთები, როგორც თავადვე ამბობს, მნიშვნელოვანია იკეას მიზნის მისაღწევად, შეამციროს თავისი მასიური CO2-ის კვალი 50%-ით 2030 წელს და 90%-ით 2050 წელს.

მცენარეზე დაფუძნებული ხორცის ბურთები პირველად 2012 წელს გაგვაცნეს კონფერენციაზე, რომელშიც ინდუსტრიის ექსპერტები საკვებში CO2-ის შემცირებას ისახავდნენ მიზნად — ჩვენ ვტოვებდით უზარმაზარ კვალს გარემოზე და გვჭირდებოდა კომერციულად მიმზიდველი რამ, რაც გემრიელიც იქნებოდა.

ვეგანური ჰოთდოგებითა და მოგვიანებით ყალბი ხორცით მომხმარებლებმა, რომლებიც ე. წ. ხორცის მოყვარული ქვეყნებიდან არიან, მაგალითად.1 გერმანიიდან, ეს პროდუქტები ნამდვილ ხორცსაც კი ამჯობინეს შემთხვევათა 50%-ში. ბროდინის თქმით, შემდგომი თაობის მცენარეებზე დაფუძნებული შეთავაზებები კიდევ უკეთესი იქნება, თანაც ახალი კერძებით, რაც მეტად მარტივია, ვიდრე ძველის გამეორება — არ არსებობს სხვა გზა, ამ პროდუქტების გარდა, რომლითაც ჩვენს ნახშირბადის მიზნებს მივაღწევთ.

მეტიც, იკეა საკვების ნარჩენების შემცირებაზე ბოლო ექვსი წელია ხელოვნური ინტელექტის პროგრამის გამოყენებით ზრუნავს, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიას, უკეთ დათვალოს, რა არის საჭირო, განსაზღვროს მოთხოვნა და ოპტიმიზაცია გაუწიოს მიწოდებას. 

ნახშირბადის შემცირება შედეგს გამოიღებს

2022 წელს იკეამ საკუთარი ნახშირბადის კვალი უკვე 30.6%-ით შეამცირა და, როგორც ამბობენ, ამით ბიზნესმაც დიდი სარგებელი მიიღო. ამასობაში კი, ბროდინმა შემდეგი გამოცდილება დააგროვა — ყველაფერმა, რაც CO2-ის დასაზოგად და წრიული ეკონომიკის გასაუმჯობესებლად გავაკეთეთ, მოგება-ზარალის ანგარიშგება გააუმჯობესა.

საინტერესოა ისიც, რომ იკეას სვლა ამჟამინდელი კლიმატური ცვლილებებისგან გამომდინარე არ ყოფილა. რესურსების ჭკვიანურად გამოყენება ყოველთვის წარმოადგენდა კომპანიის დნმ-ის ნაწილს, ზუსტად იმის გამო, საიდანაც მოდის: უნაყოფო მიწა სავსე გრანიტის ქვებით, სადაც საზოგადოებას ერთად მუშაობა სჭირდება და მაქსიმალურად სარგებლობა იმით, რაც აქვთ…

თუ გსურთ ბიზნესის წინა პლანზე იყოთ, მაშინ პრობლემების წინა პლანზეც უნდა აღმოჩნდეთ, მაშინაც კი, თუ ყველა პასუხი არ გაქვთ. თუ გსურთ ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი იყოთ, კლიმატის სწორ მხარეს უნდა დადგეთ, — აცხადებს ბროდინი.

ბუნებრივია, ყველაფერი არც ასე კარგადაა — იკეას კვლავ აქვს ერთჯერადი, სწრაფი კვების ავეჯის მწარმოებლის რეპუტაცია, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია მისი პროდუქტების დაშლისა თუ აწყობის სირთულით. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ბავშვის ავეჯს იყიდიან, აღმოაჩენენ, რომ რთულია მისი გაყიდვა, რადგან შეუძლებელია დაშლა და გადატანა. ეს კი ის საკითხია, რაზეც იკეამ უკვე მუშაობა დაიწყო.

თუმცა კომპანიის ავეჯის 25% ჯერ კიდევ მსგავსი ავეჯისგან შედგება, ამიტომ მათ წინ დიდი გზა აქვთ… ბროდინიც აღიარებს, რომ კომპანიას მიზნების მისაღწევად მრავალ გამოწვევასთან გამკლავება მოუწევს — მასალები, წარმოება, საცალო ვაჭრობა, პროდუქტის სიცოცხლის ციკლი სახლში და გადამუშავება ის სივრცეებია, რომლებშიც ბევრი საკითხია გადასაჭრელი. აღიარებენ კიდეც, რომ ჯერ ყველა კითხვაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ აქტიურად მუშაობენ პრობლემების გადასაჭრელად და სხვა კორპორაციებსაც ამ გზაზე დადგომას ურჩევენ. 

„ყველა ღიმილი სრულყოფილია“ — Colgate-ის კამპანია

თეო კროკერი – ჯაზ ინოვატორი ახალი ორლეანიდან Jazz&Wine-ის ფესტივალზე