in

სახლს საკუთარი აზრი გააჩნია — Ikea-ს ახალი კამპანია

ამ რეკლამაში Mother-ის კამპანიამ Ikea-ს რეკლამირების დახვეწილი გზა იპოვა და ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გადმოგცათ, რომ ახალი სახლი თქვენი მანამ არ გახდება, სანამ თქვენივე პიროვნებას არ წარმოაჩენთ. სწორედ ამ მიზნით, რეკლამაში ვხედავთ, რომ სახლის ახალ მცხოვრებლებს ეს სივრცე თავიდან კარგად არ იღებს, შესასვლელში მოთავსებული ფარდაგი, წარწერით welcome კი მალევე იცვლება კითხვით — who’s this?… ხოლო, როცა ოჯახი თავის პიროვნებას წარმოაჩენს, ახალი სახლი მეტად ჰარმონიული ხდება და ბინადრებს ცხოვრებას უმარტივებს, საჭმლის მომზადებაშიც კი ეხმარება მათ… 

სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენი ნაწილია, ასე რომ, სახლის ქონა, რომელიც თქვენს იდენტობას ასახავს, ძალიან მნიშვნელოვანია. გვსურს წარმოვაჩინოთ სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეუძლია IKEA-ს დაგეხმაროთ, სახლი გახდეს თქვენი. ჩვენ ამ კამპანიის გულში ვართ და ვაჩვენებთ, რომ ვქმნით რეალური ადამიანების საჭიროებებს მათი ბიუჯეტის მიუხედავად, — ამბობს კემი ენტონი, IKEA-ს მარკეტინგის კომუნიკაციების მენეჯერი.

სხვების დახმარებისას ჩვენი მენტალური მდგომარეობა უმჯობესდება — კვლევა

VISA-ს საერთაშორისო კამპანიას She’s Next თამარ მარკოზაშვილი შეუერთდა