რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეკემბრის სუსხიანი და ნაცრისფერი დღეები როგორმე უკეთესი გავხადოთ? ავეჯის მწარმოებელი კომპანიის “IKEA” ახალი რეკლამა სწორედ ამ კითხვაზე გვპასუხობს. სარეკლამო სააგენტო “Havas-ის” მიერ შექმნილი კამპანია მოგვიწოდებს, ვიზრუნოთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ დეტალებზე, რომლებზეც აქამდე ორიენტირებულნი არ ვიყავით. ასევე, ვიყოთ მეტად გახსნილები ცვლილებების მიმართ და შეგვეძლოს, ახალი ნაბიჯების გადადგმა.











