in

IKEA-ს სურს, რომ თქვენს შვილს მაგიდის ან კარადის სახელი დაარქვათ

Ikea Norway ახალი კამპანიის ფარგლებში უნიკალური სახელების დეფიციტის აღმოფხვრაზე ფიქრობს, რომელიც „პანდემიის ბავშვების ბუმით“ არის გამოწვეული. „იკეას“ სახელების ბანკში 800 ვერსია იქნება წარმოდგენილი — პოპულარული ივარით დაწყებული, იშვიათი სახელებით დამთავრებული, როგორიცაა მოალი. თითოეული მათგანი 1950 წლით დათარიღებული Ikea-ს კატალოგის მიხედვით იქნა შერჩეული.

გასულ წელს ნორვეგიაში 56 060 ახალშობილი დაარეგისტრირეს — ეს კი 3 081-ით მეტია 2020 წლის მონაცემებთან შედარებით. რა თქმა უნდა, ბევრ მშობელს საკუთარი შვილისთვის რაღაც უცხო, გამორჩეული და უნიკალური სახელის შერჩევა სურს. ამაში არაფერია გასაკვირი, ადამიანებს ყოველთვის გვსიამოვნებს გამორჩეულობა.

საგულისხმოა, რომ კამპანიის ფარგლებში Ikea-მ 60-წამიანი ვიდეორგოლიც შექმნა, რომელშიც მომავალი მშობლები ბავშვების სახელებს განიხილავენ.

„IKEA თავის პროდუქტებს სკანდინავიის ქალაქების, ტბების და სხვა გეოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით ურჩევს სახელებს, მაგრამ ასევე იყენებს ბიჭებისა და გოგონების ტრადიციულ სახელებსაც. ამ სახელწოდების ბანკით გვინდა, ახალ ოჯახებს უნიკალური სახელის პოვნაში დავეხმაროთ“, — ამბობს კარლ აბი, Ikea-ს რეგიონალური საცალო მენეჯერი ნორვეგიაში.

ლოკალური სტარტაპიდან მსოფლიო ბრენდობამდე – შესაძლებლობა, რომელსაც 500 Global გაძლევთ

როგორ ვუყუროთ პერსეიდების წვიმას სავსე მთვარის დროს?