როგორც ჩანს, იკეამ მიაგნო გზას, რომლითაც „ცოტათი უფრო მეტს“ მიიღებს. ამაში Nytillverkad-ის კოლექციაც დაგარწმუნებთ — ვინტაჟითაა შთაგონებული და 80 წლის იუბილეს აღნიშნავს, შვედური ავეჯის მწარმოებელი 1970-იანი წლების მზესუმზირებიან ქსოვილებსაც აბრუნებს და ადრე ძალიან მოდური რომ იყო, იმ ნივთებსაც აცოცხლებს.
ამგვარად, მაგალითად Önnestad-ის სკამი Gogo-ს შთამომავალია, რომელიც იკეამ ჯერ კიდევ 1972 წელს გააცნო მომხმარებლებს. თუმცა ამ შემთხვევაში მეტად გამძლე რკინის მასალებს იყენებენ. 3.5 კილომდე იწონის, რაც თავდაპირველზე ორჯერ ნაკლებია. მსუბუქი წონა, თუ კომპანიას დავუჯერებთ, ნაკლებ ზემოქმედებასაც ნიშნავს გარემოზე, რადგან ახლა ნაკლებ მასალას მოითხოვს დამზადებისა თუ ტრანსპორტირებისთვის — „გვინდოდა, შეგვექმნა სკამი, რომელიც ფერადი, რბილი და კომფორტული იქნებოდა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ იკეამ თავისი ვინტაჟური Nytillverkad-ის კოლექციის შესახებ გასულ წელს განაცხადა და იგი ეტაპობრივად გამოუშვა — „ჩვენ ამაყები უნდა ვიყოთ ჩვენივე თავის კოპირებით“.
კოლექციის ახალ ერთეულებს კი უკვე აპრილში ვიხილავთ, რაც, როგორც ამბობენ, მოიცავს სავარძლებს, ყავის მაგიდებს, მცენარეების სადგამს, ვაზებსა და მრგვალ სარკეებს… თუმცა სანამ ეს მოხდება, მარტის კოლექციით შეგიძლიათ, ისიამოვნოთ, რაც 2023 წლის ივლისში გამოშვებული ავეჯით გრძელდება:
