ერთი შეხედვით იკეას სათამაშო სახლის რეკლამა შეიძლება ბარბის რეკლამად მოგეჩვენოდ. არაფერი განსაკუთრებული, როგორც ყოველთვის თოჯინები ცოცხლდებიან, მაგრამ ამ რეკლამას აქვს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება.
თოჯინები ცოცხლდებიან და მათ იგივე ემოცია და ქცევები აქვთ, რაც ადამიანებს. სათამაშოების რეკლამებში მიჩვეულები ვართ, რომ თოჯინებმა ერთმანეთი ან ფინჯან ყავაზე უნდა დაპატიჟონ, ან საცურაო აუზზე.
იკეას რეკლამაში დედა და შვილი ერთ პატარა ბინაში ცხოვრობენ, რომელშიც იკეას ავეჯია განთავსებული. სივიწროვის მიუხედავად ყველაფერი ეტევა და სახლში სივრცის პრობლემა არ აქვთ. სათამაშო სახლის სათამაშო ავეჯი ისეთივეა, როგორც რეალურ ცხოვრებაში და სათამაშოებიც ისე იქცევიან, როგორც ადამიანები.
…მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რატომ აქვს პატარა გოგონას სათამაშოებით თამაშის დროს სურვილი თოჯინა სახლში მთვრალი მიიყვანოს და ოჯხს წევრები აკლდეს.
რეკლამა სარეკლამო კამპანიის “Make Small Spaces Big” ნაწილია, რომელიც მომხმარებელს პატარა სივრცის მაქსიმალურად გამოყენებას მოუწოდებს და მათთვის სპეციალურ ავეჯს ამზადებს.
სააგენტო:Mother, London
http://youtu.be/x4_3LYybq9I