in

რატომ აქვთ IKEA-ს პროდუქტებს უცნაური სახელები?

დაკვირვებიხართ, რომ IKEA-ს პროდუქტებს უცნაური სახელები ჰქვიათ? შვედური კომპანიის ქსელში 12,000-ზე მეტი სახეობის პროდუქცია იყიდება და თითოეულს უნიკალური, თუმცა, საკმაოდ უჩვეულო სახელწოდება აქვს. ეს შემთხვევითი სულაც არ არის. სახელდების სისტემა IKEA-ს დამფუძნებელმა ინგვარ კამპრადმა შეიმუშავა. მას დისლექსია აწუხებდა, რაც კითხვის პროცესს უძნელებდა. მისთვის რთული იყო კოდების დამახსოვრება, ამიტომ გამარტივება გადაწყვიტა. სახელების ამგვარი ინტერპრეტაცია მას კონკრეტულ ასოციაციას უქმნიდა, წარმოიდგენდა ნივთს და ამდენად, ადვილად არჩევდა ერთს მეორისგან.

პროდუქტების უნიკალური სახეები, ერთი შეხედვით, უცნაურად მოგეჩვენებათ, თუმცა მათი დალაგებული სისტემა ნამდვილად არსებობს – ისინი შვედური ლექსიკონიდანაა აღებული.
მაინც, როგორ მუშაობს IKEA-ს პროდუქტების დასახელებების სისტემა?

მათ სახელები კონკრეტული ტიპის პროდუქტის შვედური სახელწოდებების მიხედვით ჰქვიათ, რაც ადგილობრივებისთვის ბუნებრივია, დანარჩენი სამყაროსთვის კი, უცხოა: გარე ავეჯს სკანდინავიური კუნძულების სახელი ჰქვია, მაგალითად, Äpplarö სტოკჰოლმის კუნძულია.

ფარდაგები დანიისა და შვედეთის ქალაქების სახელწოდებისაა – მაგალითად, Kattrup დანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქია.

საძინებლისა და აბაზანის აქსესუარებს ყვავილებისა და მცენარეების მიხედვით შეურჩიეს სახელი – Salix Lanata მცენარის შვედური სახელია.

საწოლებს ნორვეგიული რაიონების სახელები აქვთ, მაგალითად, Hemnes.

თაროებს პროფესიებისა და ბიჭების სახელები აქვთ, ქსოვილებსა და ფარდებს – ქალების.

ეზოს დიდ ქოლგას სახელი ჰელსინკიდან აღმოსავლეთით, 125 მილის მოშორებით მდებარე კუნძულის მიხედვით შეურჩიეს.

ზოგიერთ პროდუქტს ასოციაციურად შეურჩიეს სახელწოდება – მბზინავი ზედაპირის მქონე ავეჯს Lack დაარქვეს, რაც ლაკს ნიშნავს. Sockerkaka – საცხობი საშუალებების ხაზია და ფუმფულა ნამცხვარს ნიშნავს. აბაზანის პროდუქტებს მდინარეებისა და ტბების სახელები აქვთ.

ზოგიერთი თარგმანი კორპირაციული ხუმრობაა, მაგალითად, Duktig-ის სათამაშოების ხაზს „ჭკვიანი“ ჰქვია, ღვინის ბოკალის სერიებს – „დიდსულოვანი“.

 

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

სინგაპურის ქუჩებში რობოტები არასასურველ სოციალურ ქცევებს გააკონტროლებენ

როგორ შეცვალა ერთმა „კიმ“ ცხოვრება უკეთესობისკენ – „მისტერ არას“ ამბავი