5
Feb
2019

IKEA ავეჯის გაქირავების სერვისს ნერგავს

5 Feb 2019

ავეჯის მწარმოებელი შვედური კომპანია IKEA პროდუქციის გაქირავებას იწყებს. პირველი ქვეყანა, სადაც ავეჯი გაქირავდება, შვეიცარია იქნება. აღნიშნული ინიციატივა კომპანიის პროგრამას უკავშირდება, რომლის მიზანი ეკომეგობრული ბიზნესის განვითარებაა. IKEA-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პირველ ეტაპზე, ბრენდი საოფისე ტიპის ავეჯს გააქირავებს, მომავალში კი, სამზარეულოს ავეჯის გაქირავებაც იგეგმება.

 

როგორც Guardian წერს, 2018 წელს IKEA-ს შემოსავალი თითქმის მესამედით შემცირდა. ამის ფონზე კომპანიამ 7500 თანამშრომელი შეამცირა. ახლა კი, ავეჯის წარმოების გიგანტი პროდუქციის გაქირავების სერვისს ნერგავს.

 

განხილვა