in ,

IKEA-ს სახალისო პასუხები უცნაურ შეკითხვებზე – კამპანია Retail Therapy

შვედური კვლევითი ორგანიზაცია  Åkestam Holst და მაღაზიათა ქსელი IKEA, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ერთობლივი ძალებით, იკვლევდა ოჯახების დინამიკას, მათ პრობლემებსა და მოთხოვნილებებს. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ, ბრენდმა ძალიან საინტერესო აღმოჩენა გააკეთა და მისთვის კამპანიაც შექმნა.

“Retail Therapy”, – ასე ჰქვია IKEA–ს ახალ იდეას, რომელიც, ერთი შეხედვით, უცნაური ჩანს, რეალურად კი საკმაოდ სახალისო და გამოსადეგია. დაკვირვებებმა აჩვენეს, რომ ოჯახებში უთანხმოების, გაურკვევლობის, შელაპარაკების დროს ადამიანები გარკვეულ კითხვებზე პასუხს Google–ში ეძებენ. ასე, მაგალითად: “ჩემი შვილი ყოველ ღამე კლუბში დადის”, ან “ჩემი შვილი ციგურებით სახლში სრიალებს”. IKEA–მ ბევრი იფიქრა, როგორ დახმარებოდა ოჯახებს ამ ყოველდღიური დილემის მოგვარებაში და შექმნა “Retail Therapy”. კითხვები, რომლებსაც ადამიანები ინტერნეტში ეძებენ შეძლებისდაგვარად განსაზღვრა და მათი პასუხები თავის პროდუქტებს დაუკავშირა. ამის შემდეგ, როგორც კი ვინმე Google–ში ჩაწერს ნებისმიერ კითხვას, მაგალითად, “როგორ ავაყენო ჩემი თინეიჯერი შვილი ლოგინიდან?” პირველივე პასუხი IKEA–სგან ხვდება და მომხმარებელს ლოგინის დასაშლელად ინსტრუმენტებს სთავაზობს.

ყველგან შენ გარშემო – “საირმე მინერალ ვოთერს”-ის ახალი კამპანია

ტორტი თუ ელექტროენერგია?! – წითელი ჯვრის კამპანია