5
Jun
2019

Ikea-ს ავეჯი სპეციალურად პატარა ბინებისთვის

5 Jun 2019

Ikea, სპეციალურად პატარა ბინებისთვის, მექანიზებულ სისტემას ქმნის – Rognan ავეჯის რამდენიმე ნაჭერს აერთიანებს და სენსორული პანელით იმართება.

 

საწოლი, კარადა, საწერი მაგიდა და დივანი – ყველაფერი ერთ სისტემაშია თავმოყრილი. პანელზე ავეჯი ისეა განაწილებული, რომ სივრცე ორ ზონად იყოფა – საძინებელი და მისაღები. Rognan, პირველად, იაპონიასა და ჰონკონგში, 2020 წლიდან გაიყიდება.

სისტემა რობოტიზებულ პლატფორმა  Ori-ზეა აწყობილი და როგორც კომპანიაში ამბობენ,  საცხოვრებელ ფართში, დამატებით 8 კვ/მ-ის ეკონომიის საშუალებას იძლევა. მისი დეტალები მოძრავია – მაგალითად, საწოლი კარდის ქვედა ნაწილში თავსდება.

Rognan, შესაძლოა, პრაქტიკული გამოსავალი იყოს ფართის პრობლემის გადასაჭრელად. მით უმეტეს, დღეს, მსოფლიოში და საქართველოშიც, დეველოპერები, უმეტესად ერთ ან ორ ადამიანზე მორგებულ, პატარა ბინებს აშენებენ.

 

განხილვა