ყოველ წელს ათასობით ოჯახი სტიქიური უბედურებების გამო უსახლკაროდ რჩება და წლების მანძილზე ისინი დაუცველ კარვებში ცხოვრობენ.
IKEA ახალი წამოწყება სწორედ ამ ოჯახების დახმარებას და მათ კომფორტული პატარა სახლებით უზრუნველყოფას მოიცავს. სახლების აწყობა ისეთივე მარტივია, როგორც IKEA ავეჯის, მიუხედავად მისი ზომებისა. სახლში მზის პანელებია დამონტაჟებული, რომელიც ოჯახს ელექტროენერგიით ამარაგებს და კარვებისგან განსხვავებით სიცივისგან და სიცხისგან იცავს.
ცდის სახით, IKEA სახლები ირანსა და ლიბანში დაამონტაჟეს. ამ ტიპის სახლების დამონტაჟება 6-7 ჯერ უფრო ძვირი ჯდება ვიდრე კარვების ქალაქის აშენება, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი მასიური წარმოება ამ ეტაპზე შეუძლებელია. საქველმოქმედო პროექტის სპონსორი IKEA Foundation და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა.














