18
Oct
2019

IKEA-მ ბავშვების ნახატებით სათამაშოების კოლექცია შექმნა

18 Oct 2019

ჩვენი ნახატების „გაცოცხლება“ და სათამაშოდ ქცევა, ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვინატრია. ამბობენ, ერთ დღეს ყველგან, ყველა სურვილი სრულდება. ასე აქცია IKEA-მ ფანქარსა და ფლომასტერში შესრულებული ცხოველები, ფრინველები და ნივთები ნამდვილ სათამაშოებათ – ავეჯისა და საოჯახო ნივთების შვედურმა ბრენდმა ახალი კოლექცია SAGOKATT უკვე გამოუშვა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კომპანიამ, ახალი კოლექციისთვის დიზაინერების ძებნა მსოფლიოს მასშტაბით „გააჩაღა“. საბოლოოდ კი, 87 000 ნახატიდან, 6 ნამუშევარი შეარჩია და SAGOKATT-იც შეიქმნა.

Gurki- სუპერგმირი კიტრი/ მხატვარი – 9 წლის კილიანი, გერმანია

პატარა მონსტრი/მხატვარი – 9 წლის ტომასი, საბერძნეთი

Rully – გასართობი რობოტი/მხატვარი – 11 წლის რიანა, კვიპროსი

ცისარტყელა ჟირაფი/მხატვარი – 6 წლის კლაუდია, კანარის კუნძულები

Jesse – წვეულების თაგუნა/მხატვარი – 7 წლის ნური, იორდანია

ბავშვი ცისარტყელა/მხატვარი – 5 წლის დარენ ვინგ ჰეი, ჰონგ-კონგი

Photo Credit: IKEA

განხილვა