აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიიდან, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი გასაშლელ სავარძელზე მჯდომი ბერნი სანდერსი იყო, თავისი დაუვიწყარი ხელთათმანებით. ვიზუალის დამსახურებით, ბერნი სანდერსი უკვე მოექცა 2021 წლის ყველაზე მიმების სათავეში და Ikea-ს რეკლამაშიც მოხვდა. ავეჯის მწარმოებელი კომპანია სოციალური მედიისთვის შექმნილ კამპანიაში საუბრობს “როგორ შევქმნათ ვიზუალი” მხოლოდ $13-ად. სანდერსის ხელთათმანები გადამუშავებული სამოსითა და პლასტმასითაა მიღებული, ამდენად, მისი წარმოება რთულია, თუმცა სამზარეულოსთვის მსგავსი ხელთათმანის შექმნა მაინც შეძლეს.