თავისი ახალი პლატფორმის გასაშვებად, Ikea Canada-მ მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლი წარადგინა, რომელშიც ხაზგასმულია, თუ როგორ მოაქვს მის პროდუქტებს სახლისთვის სიცოცხლე.
რეკლამაში ვხედავთ მამაკაცს, რომელიც პირველად შედის თავის ახალ ბინაში. კარების გაღებისთანავე კი ადამიანთა ჯგუფს ხვდება — თითოეული მათგანი სხვადასხვა პოზაშია გაყინული. მეგობრები ოთახში სკამების გარეშე სხედან, უხილავი მაგიდების გარშემო. ხოლო სიუჟეტის განვითარების პარალელურად, მამაკაცი სახლის ავეჯით შევსებას იწყებს, ვიდრე საბოლოოდ არ „გააცოცხლებს“ გაშეშებულ ადამიანებს.
კამპანია, რომელშიც წარმოდგენილია ელტონ ჯონის “Your Song”-ის ქავერ ვერსია, დებიუტი 2022 წლის Emmy Awards-ზე გაიმართა.