30
May
2019

Ikea-მ სიმპსონების სახლი ავეჯის რეკლამისთვის გამოიყენა

30 May 2019

Ikea-მ სერიალ სიმპსონების სახლის ოთახები სარეკლამო პოსტერებისთვის გამოიყენა. ილუსტრაციების საშუალებით, ავეჯის ბრენდმა სიმპსონების საცხოვრებელი Ikea-ს მაღაზიის რეკლამად გარდაქმნა, სადაც თითოეულ ნივთის ღირებულებაა ნაჩვენები. კამპანიაზე, სახელწოდებით “Ikea – რეალური ცხოვრება” Publicis Spain-მა იმუშავა. რეკლამაზე მუშაობისას, ორი თვე დასჭირდა Ikea-ს ყველა ნივთის გადათვალიერებას და მათ შორის ზუსტად იმ ნივთების პოვნას, რაც სერიალშია. ერთი მხრივ, პოსტერების საშუალებით, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, Ikea-ს პროდუქცია და მათი ფასები, მეორე მხრივ კი, სიმპსონების სახლს 3D ფორმატში, უფრო ახლოდან გაეცნოთ.

 

განხილვა