in

IKEA-მ ყველაზე გულწრფელი უკუკავშირი ძილში მოლაპარაკე მომხმარებლებისგან მიიღო!

დაივიწყეთ 5-ვარსკვლავიანი რეიტინგები. იკეა ახლა უკუკავშირს ძილში მოლაპარაკე ადამიანებისგან აგროვებს. ისე გამოვიდა, რომ ცნობიერი აღარ ეყო და რეკლამირებისთვის მომხმარებელთა არაცნობიერ მხარეს მიმართა, რათა მათ მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე შეულამაზებელი უკუკავშირი მიეღო.

M2

Sleep Talk Reviews-ის კამპანიის ფარგლებში იკეამ ტორონტოს ერთ-ერთ შოურუმში ძილში მოლაპარაკე მომხმარებლები მიიწვია და მათ თავისსავე ÅKREHAMN-ისა და VÅGSTRANDA-ს მატრასებზე დაძინება შესთავაზა. ფარული კამერებითა და მიკროფონებით 90 საათი ჩაიწერეს, რომლებიც ძილში წარმოთქმულ ხმებს აღბეჭდავდა. მიღებული შედეგები კი მარკეტინგულ აქტივებად აქციეს.

იდეა შემოქმედებით სააგენტო Rethink-ს ეკუთვნის, რომელმაც სომნილოქვია, ანუ ძილში ლაპარაკი, უნიკალურ ადამიანურ მახასიათებლად მიიჩნია და ეს მათთვის ცოტათი სასაცილოც იყო. შესაბამისად, რეკლამისთვის იდეალურ საშუალებას წარმოადგენდა. 

ძილში მოლაპარაკე ადამიანების კომენტარები კი მხოლოდ Spotify-ზე, რადიო თუ სოციალურ პლატფორმებზე კი არა, არამედ ბილბორდებზეც განათავსეს. ხოლო ხმებისა და ვიზუალური ბრენდინგის შერწყმით IKEA-მ მომხმარებლებს სწორედ ის აჩვენა, რაც მისთვის ნამდვილი კომფორტის საზომია.

Adobe Photoshop-ს ახალი AI ფუნქციები დაემატა

ბილეთების ონლაინ შეძენა უკვე კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი