in

უფასო ჟალუზი ყველას! — Ikea-მ ფანჯრები ბილბორდებად აქცია

BOG
BOG

Ikea კვლავ შეგვახსენებს, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია... თუმცა ეს ამბავი მაშინ დაიწყო, როცა რეკლამის ბიუჯეტის დაზოგვა გადაწყვიტეს. მართალია, ასე პრომოციის ტრადიციულ მეთოდებზეც მოუწიათ უარის თქმა, მაგრამ ახალ, მარტივ გზას მიაგნეს ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად — Ikea-მ მომხმარებელთა ფანჯრები სარეკლამო სივრცედ აქცია! 

იდეა Sleepfluencers-ის კონცეფციას ეფუძნება. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს ჟალუზები უფასოდ შესთავაზეს, სანაცვლოდ კი, მათ ისინი ღამით უნდა ჩამოეფარებინათ. ჟალუზები დაბრენდილი იყო, მასზე ბალიშები, მატრასები და სხვა პროდუქტები იყო გამოსახული, რომლებიც ჩვენს კომფორტულ ძილს უზრუნველყოფს. ასე გაივსო სახლის ფასადები ბილბორდებით და იმ ადამიანებამდეც მიაღწია, რომლებიც ღამით სეირნობენ ან არ სძინავთ. ირიბად უთხრეს, რომ ძილის პრობლემა მათი პროდუქტებით შეიძლება მოგვარებულიყო, რაზეც უკვე ამ ფანჯრის მიღმა არსებული მომხმარებლებიც მოწმობდა… 

გენიალურია, არა?! 

Sony PlayStation-ის საიუბილეო კოლექციას უშვებს

თბილისში DataFest Tbilisi 2024, რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი ჩატარდა