in

IKEA-მ სარეკლამო კამპანიებისთვის ანიმეს სტილი გამოიყენა

ცხოვრებისეული მომენტებით გაჯერებული ანიმეს ტიპის ვიდეორგოლები IKEA-მ სარეკლამო კამპანიად გამოიყენა. ბრენდმა გადაწყვიტა, თბილი ატმოსფეროთი წარმოდგენილი გარემო გაეცოცხლებინა, რათა მასში თითოეულ მომხმარებელს საკუთარი თავი დაენახა და შესაბამისი განწყობაც შეჰქმნოდა.

ამ შემთხვევაში ბრენდის მთავარი ორიენტირი სტუდენტები და სტუდენტური ცხოვრება იყო — ყველა იმ ნივთით სავსე, რომელიც ყოველდღიური გარემოს შექმნას სჭირდება. ერთ-ერთი სიუჟეტი ოთახის მეზობლებზე გვიამბობს, რომელთა ნივთებიც ერთმანეთში ქაოსურად ირევა, რაც ბრაზსა და უთანხმოებას იწვევს. სწორედ აქ ჩნდება IKEA-ს კატალოგი, რაც ყველაფერს აწესრიგებს…

მოკლემეტრაჟიან ვიდეორგოლებზე სარეკლამო სააგენტო Ogilvy New York-მა და კრეატიულმა სტუდია Clubcamping-მა იმუშავეს. მათი მიზანი პოზიტიური, სახალისო, თბილი და ფანტასტიკური სამყაროს ჩვენება იყო, სადაც ქაოსის ადგილი არ რჩება. თავის მხრივ, ბრენდიც ხაზს უსვამს იმას, რომ ზოგადად ცხოვრება სტრესულია, მაგრამ ყველაფრის მოწესრიგება მარტივად შეგვიძლია.

აღსანიშნავია, რომ მარკეტინგულ კამპანიებში ანიმეს სტილის გამოყენება სტრატეგიულად გამართლებულ ნაბიჯად მიიჩნევა, რადგან ზეტ თაობის მოსაზიდად ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

აუწყვე ფეხი მომავალს: WhiteBIT ბარათი — საქართველოში პირველი კრიპტობირჟის ქობრენდ Visa ბარათი

#სადანროგორ გავერთოთ 21-23 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი