in

IKEA-მ ჭკვიანი სახლისთვის ახალი პროდუქტები გამოუშვა

ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს იკეამ 21 პროდუქტი შემატა, Matter-ის უნივერსალური სტანდარტიც დაიცვა და ასე ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომი გახადა მომხმარებლებისთვის. ჩათვალეთ, რომ იკეა ნულიდან, ხელახლა იწყებს თავისი ჭკვიანი სახლის სისტემის აგებას, ეს ყოველივე კი მრავალწლიან შრომას, ტესტირებასა თუ განვითარებას ეფუძნება, რათა მიღებული პროდუქტებით მომხმარებლების ყოველდღიური მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ. 

განახლების ფარგლებში, ახალ პროდუქტებთან ერთად, ძველების განახლებასაც გვთავაზობენ, Matter-ის დაცვა კი იმას ნიშნავს, რომ ახლა იკეას ყველა პროდუქტს აქვს შესაძლებლობა, დაუკავშირდეს მოწყობილობებისა და პლატფორმების უფრო ფართო სპექტრს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, ჭკვიან სახლში სხვადასხვა ბრენდის ტექნიკა გამოიყენონ. 

იკეას ჭკვიანი სახლის ავეჯს სამ მთავარ სეგმენტში გვაცნობენ:

განათება — ახალი ჭკვიანი ნათურა, რომელიც სხვადასხვა ზომის, ფორმის, განათების და სტილის იქნება, შემოგვთავაზებს განსხვავებულ ფერთა სპექტრსა და ფუნქციებს. KAJPLATS-ის სახელით გვაცნობენ და სულ 11 ვარიაციით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის E27/E26, P45 E14*, GU10 და გამჭვივალე ნათურები.

სენსორები — მოძრაობა, ჰაერის ხარისხი, ტენიანობა და წყლის გაჟონვის სენსორები მომხმარებელთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. აქ სულ 5 ვარიაცია დაგხვდებათ: შიდა და გარე გამოყენების MYGGSPRAY, კარისა და ფანჯრის სენსორი MYGGBETT, ტემპერატურისა და ტენიანობის TIMMERFLOTTE, ჰაერის ხარისხის ALPSTUGA და წყლის გაჟონვის KLIPPBOK.

კონტროლი — დისტანციური მოწყობილობები შორეული მანძილიდან სხვადასხვა ტექნოლოგიის კონტროლის შესაძლებლობას გვთავაზობს, იქნება ეს შუქის ჩართვა თუ გამორთვა, ფერების შეცვლა, ჩვეულებრივი სანათებისა თუ ჭკვიანი მოწყობილობების დისტანციურად მართვა და ა. შ.

ჩვენი მიზანი კვლავ ის არის, რაც ჭკვიანი სახლის კვლევის დაწყებისას 2012 წელს იყო, გავხადოთ მარტივი გამოსაყენებელი, გასაგები და ხელმისაწვდომი. ვიწყებთ სახლში ცხოვრების გააზრებით, სადაც გამუდმებით ვუყურებთ, ვუსმენთ და ვსწავლობთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედ ფაქტორებს. გვწამს, რომ ტექნოლოგია რაღაც მიზანს ემსახურება და ცალკე არ არსებობს. ყოველწლიურად მაღაზიაში 900 მილიონ ვიზიტორზე მეტით, ვფიქრობ, შეგვიძლია ვიყოთ ადგილი, რომელიც ადამიანებს ჭკვიანი სახლის სარგებლის აღმოჩენაში დაეხმარება.

ქვემოთ კი გაჩვენებთ იმ ახალ პროდუქტებს, რომლითაც იკეა ამის გაკეთებას აპირებს:

 

 

მოემზადე „თიბისი განაწილების” მორიგი წყვილი თარიღისთვის

როგორია “Stranger Things”-ის ბოლო სეზონის ალტერნატიული განვითარება KFC-ის კამპანიაში