Ikea US თავის პირველ Style Guide-ს გვთავაზობს, ანუ უფრო სიღრმისეულ ხედვას ინტერიერის იმ 4 განსხვავებული კონცეფციისთვის, რომლებსაც ხშირად ვხვდებით თანამედროვე სახლებში — Warm Minimalism, Swedish Roots, Modern Playfulness და Scandinavian folklore. თითოეული უნიკალურ პერსპექტივას, ფერთა პალიტრასა და მონაცემებს გთავაზობთ. საშუალებას აძლევს სახლის მფლობელებს, შექმნან სივრცეები, რომლებიც თავიანთი პერსონალური ამბებისა და ცხოვრების სტილის გაზიარების საშუალებას მისცემს მათ.
თუმცა აქ არც ტრენდებზე თავის არიდება და Style Guide-ის სახელია შემთხვევითი — „სეზონების ცვლილებასთან ერთად, ტრენდებიც იცვლება დიზაინში, მაგრამ სეზონური ცვლილებებისგან განსხვავებით, ტრენდებისკენ უსასრულო სწრაფვამ, შესაძლოა, ხელი შეგვიშალოს ჩვენი სახლის იმ ნივთებით ავსებაში, რომლებიც ასე ძალიან გვიყვარს…“.
ამგვარად, იკეა ფიქრობს, რომ სახლი მასში არსებულ ადამიანებს უნდა გამოხატავდეს, სავსე უნდა იყოს იმ ნივთებით, რომლებიც მფლობელებს ბედნიერებასა თუ სიამოვნებას ანიჭებს.
„რადგან 2024 წელშიც შევაბიჯეთ, მოდით, შევწყვიტოთ ტრენდების დევნა. ამის ნაცვლად, უფრო ბედნიერი სახლები შევქმნათ, რომლებიც რეალური ცხოვრების გამოცდილებებს ეფუძნება. გვსურს, ისეთი სახლების შექმნაში დაგეხმაროთ, რომლებიც თქვენს რეალურ რუტინებს, ავთენტურ საჭიროებებს, წვეულებებსა და ყველაფერს აღწერს, რაც ამ საკითხებს შორის შეგვიძლია მოვაქციოთ“, — აცხადებს სეანა სტროუნი, იკეადან.
Warm Minimalism — მხიარული, ფერადი და ელეგანტური
შესანიშნავია მათთვის, ვისაც ახალი წლის დაწყება სუფთა ფურცლიდან სურს. Warm Minimalism სიმარტივისა და ფუნქციონალობის შერწყმას გთავაზობთ მხიარულ და თამამ განცხადებებთან. აქ შეხვდებით სუფთა ხახებს, გეომეტრიულ ნიმუშებსა და ბუნებრივ მასალებს, რაც სივრცეებს მეტად მიმზიდველს ხდის.
Swedish Roots — მარტივი, ბუნებრივი და ჰარმონიული
სკანდინავიური დიზაინის პრინციპებს ეფუძნება, კონცენტრირებულია ოჯახურ ცხოვრებაზე, მარტივ გადაწყვეტილებებსა და კომფორტზე. უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ ფერებს.
Modern Playfulness — მხიარული, თანამედროვე და ფერადი
მათთვისაა, ვისაც თანამედროვეობა უყვარს. მაქსიმალიზმს გვთავაზობს ნათელი ფერებითა და გაბედული ნიმუშებით. იდეალურია ურბანული სახლის მფლობელებისთვის…
Scandinavian folklore — მყუდრო, ბუნებრივი და მარტივი
მეოცე საუკუნის შვედური ცხოვრებითაა შთაგონებული, მათთვისაა, ვისაც მასპინძლობა, ბუნებრივი მასალები, მარტივი ავეჯი და თბილი ტონები უყვარს, რათა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის სასიამოვნო გარემო შექმნან.
„2024 IKEA Style Guide-ს სურს გაჩვენოთ, როგორ არის ერთმანეთში გადახლართული დიზაინი და ყოველდღიური ცხოვრება და როგორ ქმნიან ისინი ერთად მშვენიერ, კომფორტულ ცხოვრებას“, — აცხადებენ IKEA-ში.