in

IKEA-ს წარმატების ისტორია უკეთესი ყოველდღიურობის შექმნის იდეას ეფუძნება

ინგვარ კამპრადმა, IKEA-ს დამფუძნებელმა, პირველი ბიზნესი 5 წლის ასაკში დაიწყო ასანთებით, რომლებიც იაფად იყიდა სტოკჰოლმში და ყიდდა ინდივიდუალურად თავისი სახლის შემოგარენში. 10 წლის ასაკში ის გადავიდა ყვავილებისა და მათი თესლის გაყიდვაზე. ამ ფაქტების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ 17 წლის კამპრადმა შეაგროვა საკმარისი თანხა ბიზნესის დასაწყებად, რომლის სახელია მისი ინიციალების აკრონიმი, IK. შემდეგ ამას დაემატა კიდევ ორი ასო, იმ ადგილების დასახელებიდან, სადაც ეს ადამიანი გაიზარდა – Elmtaryd და Agunnaryd. 

istoriebi
istoriebi

IKEA, შვედური ავეჯის გიგანტი

1947 წელს, IKEA-ს პირველი მაღაზიის გახსნიდან ხუთი წლის შემდეგ, რომელიც იმ დროს მხოლოდ მცირე საყოფაცხოვრებო საქონელს ყიდდა, ინგვარ კამპრადმა დაიწყო ადგილობრივი მწარმოებლების მიერ დამზადებული ავეჯის გაყიდვა, რითაც ფოსტით შეკვეთების განთავსება თავიდანვე IKEA-ს ბიზნეს კონცეფციის ნაწილად აქცია.

კამპრადი დიდი კაპიტალისტი იყო და მან ავეჯის სექტორი თანამედროვეობისკენ შეცვალა. მისი იდეები ეფუძნებოდა ინტერიერის დიზაინის დემოკრატიზაციას, სკანდინავიური გემოვნების შემოღებას, იგი ყიდდა ლამაზ და გამძლე ნაჭრებს მასალების ღირებულებაზე ცოტა მეტი მოგებით. 

როგორც ამბობენ, მისი წარმატების მიზეზი მომხმარებლებთან მომგებიანი გარიგების დადების შესაძლებლობა იყო, რომლებიც სარგებლობდნენ ავეჯის თვითაწყობის მოსახერხებელი ფასით.

კაფე ავეჯის სახლში

1958 წელს კამპრადმა დაიწყო კაფეების გახსნა IKEA-ს მაღაზიებში. მას სჯეროდა, რომ მომხმარებლები უფრო მეტ დროს დაყოფდნენ მის მაღაზიებში და უფრო მეტ ნივთს შეიძენდნენ. ამ გადაწყვეტილებით, IKEA-ს გემრიელი შვედური ხორცის ბურთულები ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტად იქცა. რიცხვებში რომ გადავთვალოთ, თუ IKEA მხოლოდ საკვებს გაყიდის, ის მაინც იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანია. 

შესაბამისად, კაფეს გახსნის იდეამ ავეჯის მაღაზიებში ბრენდს დიდი წარმატება მოუტანა. 

ბრენდინგად ქცეული დაავადება

ცნობილია, რომ კამპრადს დისლექსია ჰქონდა. ის ვერ იმახსოვრებდა პროდუქტების რიცხვით კოდებს. ვინაიდან მისთვის უფრო ადვილი იყო სახელების დამახსოვრება, IKEA-ს თანამედროვე პროდუქტებს სკანდინავიის ქალაქებისა თუ კუნძულების სახელები ჰქვია: მის ყველაზე გაყიდვად ნივთებს შორის არის Poäng სკამი, მალმის საწოლს და სტოკჰოლმის ხალიჩა. შესაბამისად, იდეამ, რომელიც თავისი დაავადებიდან გამომდინარე გაუჩნდა, მას მოგება და წარმატება, მის გასაყიდ ნივთებს კი იდენტობა მოუტანა.

გლობალური წარმატება

დღეს IKEA ითვლის მაღაზიებს მსოფლიოს თითქმის 40 ქვეყანაში: მაღაზიებსა და მის საკულტო კატალოგში IKEA-ს თითქმის 10000 პროდუქტი აქვს გამოტანილი გასაყიდად.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბრენდის წარმატებაში ყოველთვის ის იყო, რომ ის ორიენტირებული იყო „ხელმისაწვდომობის ფაქტორზე“, რათა მასებმა შეძლონ ცხოვრების წესიერი სტანდარტის შენარჩუნება ოპტიმალური გზით. მათი ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ კარგი ხარისხის ავეჯის შექმნით, არამედ ფოკუსირებულია საშუალო ინდივიდის ცხოვრების ხარისხის შექმნაზე. IKEA მიზნად ისახავს, შექმნას უკეთესი ყოველდღიურობა ეფექტური და ეკონომიური გზით. ყველა ნაბიჯი, რომელიც ბრენდმა დაარსების დღიდან გადადგაა და რასაც მისი დამფუძნებლის იდეები ეყრდნობოდა, ამ კონცეფციიდან გამომდინარე მოდის.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

უმანქანობა არ ნიშნავს, რომ მოგზაურობაზე უარი უნდა თქვა

Ikea-ს ახალი რეკლამა თანაგრძნობისა და ზრუნვის მნიშვნელობაზე გვიყვება