in

IKEA და Swedish House Mafia მუსიკის შემქნელებისთვის სახლის შავ კოლექციას უშვებს

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც IKEA-მ და ელექტრონული მუსიკის ჯგუფმა Swedish House Mafia-მ თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ალბათ, თქვენც გახსოვთ სპეციალურად მუსიკოსებისთვის შექმნილ კოლექციაზე რომ მოგიყევით, ახლა კი ისინი სახლისთვის სრულ კოლექციას გვთავაზობენ, რომელიც კვლავ მუსიკაზე ორიენტირებული ცხოვრების წესის გარშემოა შექმნილი. 

OBEGRÄNSAD-ის კოლექციაში, რაც შეუზღუდავს ნიშნავს, 20-ზე მეტ პროდუქტს წარმოგვიდგენენ. დაწყებული ლეპტოპის სამუშაო მაგიდით, დამთავრებული ფლეერით. აქვე, ნახავთ ნათურებს, რათა თქვენს შემოქმედებით არეალს სინათლე მოჰფინოთ, სავარძლებს, რათა კომფორტულად მოთავსდეთ და სიმღერას მოუსმინოთ, საძინებლის ჩუსტებს, ხალიჩებსა და საათებს, რომლებიც დიჯეების სცენების მიხედვით არის შექმნილი. 

OBEGRÄNSAD-ში ესთეტიკას ანიჭებენ უპირატესობას, მთელი კოლექცია პრიალა შავი ხაზითა და მყარი სილუეტებით გამოდის, რაც სახლის მოწყობის მინიმალისტურ სტილსა და Swedish House Mafia-ს ერთდროულად ეხმიანება. 

კოლექცია შეიქმნა იმისათვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც მუსიკას ყოველდღიურად ქმნიან, თავი სახლში იგრძნონ. ხოლო თუ თქვენც ცხოვრების ასეთი სტილი გაქვთ, დამატებით ისიც შეგვიძლია გითხრათ, რომ კარგი გარემო თქვენს შემოქმედებითობას აამაღლებს.

MOTUS: ლევან ხარანაული, ზეინაბ ბარნოვი, თეო მუხიგული — სამი ხელოვანის გამოფენა „ცალკე სივრცეში“

„თეგეტა ჰოლდინგი“ დასუფთავების მსოფლიო დღის აქციას შეუერთდა