იკეას ავეჯის ახალი პროდუქტი იმაზე პატარაა, ვიდრე გგონიათ, რადგან თქვენთვის კი არა, თქვენი ტელეფონების მოსასვენებლად შეიქმნა — The Phone Sleep Collection-ის ფარგლებში ბრენდი მინიატიურულ საწოლებს ქმნის, რომელიც იკეას ავეჯის სტილშია წარმოდგენილი, თუმცა NFC ტექნოლოგია აქვს ჩაშენებული და მომხმარებლებს 7 ღამის გამოწვევას სთავაზობს, რათა მოწყობილობები როგორც გონებიდან, ისე საწოლიდანაც მოიშორონ. ასე კი იმიტომ იქცევა, რომ სინამდვილეში ჯანსაღ ძილში ხელს სტრესი ან ხმაური კი არა, ყველაზე მეტად ჩვენი ტელეფონები გვიშლის…
„ძილი ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დიზაინის პროექტია, თუმცა ამაზე ხშირად არ ვამახვილებთ სათანადოდ ყურადღებას. ტელეფონები საძინებლების დაუპატიჟებელ სრუმრებად ვაქციეთ და ასე დასვენებისთვის განკუთვნილი მომენტებიც დავარღვიეთ. Phone Sleep Collection ამ გამოწვევას მხიარულ, გამაჯანსაღებელ რუტინად აქცევს, რათა ადამიანებს ტელეფონების განზრახ არგამოყენებისკენ უბიძგოს. ხოლო დიზაინის გამაჯანსაღებელ გადაწყვეტასთან გაერთიანებით ადამიანებს ძილის რუტინაზე კონტროლის დაბრუნების შესაძლებლობას ვთავაზობთ, რათა დილით ენერგიულებმა გაიღვიძონ იმისათვის, რაც მნიშვნელოვანია — სწორედ ასე გამოიყურება იკეასთვის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება“.
როცა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მომხმარებლები 750 დირჰამს ან უფრო მეტს დახარჯავენ და IKEA-ს Complete Sleep ასორტიმენტიდან სულ მცირე ერთ ნივთს შეიძენენ, გადახდისას ამ მინი საწოლებს მიიღებენ საჩუქრად. თითოეულს კი IKEA UAE აპლიკაციაზე გადასასვლელი თაგი მოჰყვება. ხოლო, როცა მომხმარებელი ტელეფონს იკეას საწოლზე დადებს და 7 ღამე 7 საათი არ გამოიყენებს, აპლიკაცია მის პროგრესს ასახავს. გამოწვევის დასრულების შემდეგ კი ჯილდოდ 100-დირჰამიანი ვაუჩერით დააჯილდოებს.














