in

IKEA იმ ნივთებს დაგიბრუნებთ, რომლებიც შინაურმა ცხოველებმა მიისაკუთრეს

BOG
BOG

ამასობაში იკეამაც შეამჩნია, რომ ადამიანებისთვის შექმნილი ავეჯი ხშირად მათი შინაური ცხოველების საკუთრება ხდება. თუ თქვენც შინაურ ცხოველთან ერთად გძინავთ, კარგად მიხვდებით, რას ვგულისხმობთ… ახლა კი Ikea-მ ჩვენი დრო დგებაო. 

Al-Futtaim IKEA ახალ UTSÅDD-ის შინაური ცხოველების კოლექციას გვაცნობს, საკმაოდ ჭკვიანური კამპანიით, რომელიც უნივერსალურ ჭეშმარიტებას ავლენს, რომ ცხოველები ავეჯს გვპარავენ. ნამდვილად სახალისო ინსაითია და იკეასაც სწორედ ეს სურდა, გაეღიმებინა მომხმარებელი და გაეერთიანებინა ოჯახები. ჩათვალეთ, რომ ზავი შემოგვთავაზა ახალი კოლექციით, რომელიც უამრავ პროდუქტს გვთავაზობს შინაური ცხოველებისთვის და მათ საჭიროებებსაც აკმაყოფილებს, შესაბამისად, უკვე ადამიანებსაც აძლევს შესაძლებლობას, ისიამოვნონ თავიანთი სივრცეებით. 

იკეას კამპანიაზე სარეკლამო სააგენტოებმა MEMAC OGILVY-მ და Ogilvy-მ იმუშავა. 

რატომაა მნიშვნელოვანი მადლიერების გამოხატვა

„ყველაფერი კონტაქტებია“ – ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის კონცეფცია და უპირატესობები