in

IKEA-მ თოლიების სკინტლი მარკეტინგულ იარაღად აქცია

ბრაიტონში იკეას მაღაზია ასე უბრალოდ არ გახსნილა, ამ ამბავს ცოტა იუმორი მიახმარეს და ჩიტების სკინტლიც არ დაიშურეს. პოსტერებზე იკეას ავეჯს ნახავთ, სკამებით დაწყებული და კარადებით დამთავრებული, რომლებზეც ქალაქის ყველაზე ცნობილი მაცხოვრებლებს თოლიების ექსკრემენტები მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. 

M2

იმის ნაცვლად, რომ ბრაიტონის თოლიების პრობლემა თავიდან აერიდებინათ, კამპანიის ცენტრალურ ნაწილად აქციეს. შედეგად კი ვიზუალი უბრალოდ თვალისმომჭრელი კი აღარ იყო, არამედ არსებულ რეალობასაც ეხმიანებოდა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, აქ ცხოვრება ზემოდან უეცრად არასასურველი სუვენირების მიღებას ნიშნავს…

კამპანია კიდევ უფრო იუმორისტული რომ გაეხადათ, IKEA-მ სანაპირო ზოლში Chip Theft Insuranc-ის ჯიხური დადგა, საიდანაც გამვლელებს უფასო კარტოფილს ურიგებდა თოლიების მიერ მოპარული სნექების კომპენსირების მიზნით. სიურრეალისტური გამოცდილება კი იყო, მაგრამ საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. 

რეალურად დიდი შთაბეჭდილება ავეჯმა კი არა, ჩიტების განავალმა მოახდინა, კამპანიაში უცნაურად ნაცნობი რამ გამოიყენეს და იგი სათაურებად აქციეს, გვაჩვენეს, რომ ზოგჯერ რაღაც მსგავსი არეულობა შეიძლება იყოს მთავარი გზავნილი. მით უმეტეს ბრაიტონში, სადაც არაფერი მოგხვდებათ ისე თვალში, როგორც თოლიების ექსკრემენტები…

კამპანიაზე Mother London-მა იმუშავა. 

6-7 სექტემბერს საქართველოში წყალსათხილამურო სპორტში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება – „პროტური ფოთი 2025“

DEF-AI 2025 by DGFI — ციფრული ფინანსებისა და ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი კონფერენცია რეგიონში