IKEA-ს მიერ გამოშვებული მორიგი არაორდინალური პროდუქტი ლამფისა და დინამიკის ფუნქციებს ერთდროულად ითავსებს. მოწყობილობას Vappeby ეწოდება.
Vappeby-ს გამოყენება მარტივია – მის მინიმალისტურ დიზაინში დამაბნეველს ვერაფერს წააწყდებით. მოწყობილობას მხოლოდ ორი, Bluetooth-ისა და Spotify-ს ღილაკები აქვს. Spotify ღილაკი საშუალებას მოგცემთ თქვენს მოწყობილობაში გააქტიურებულ ექაუნთს დაუკავშირდეთ და ხელის ერთი დაჭერით, მუსიკის Vappeby-ში მოსმენა განაგრძოთ. თუ Spotify-ს არ იყენებთ, Bluetooth ღილაკს აირჩევთ და მოწყობილობაზე ხმას ნებისმიერი პლატფორმიდან გაუშვებთ.

ნათებისა და მუსიკის კომბინაციით, მრავალი გარემოს გალამაზებას შეძლებთ. Vappeby-ს კომპაქტური ფორმა აქვს და წყალგაუმტარი, დიოდის ნათურითაა უზრუნველყოფილი, რაც მისი გამოყენებას არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე სივრცეებშიც მოსახერხებელს ხდის.
Vappeby-ს დატენვა USB-C პორტითაა შესაძლებელი. მისი ბატარეა გადაბმულად 12 საათს მუშაობს.

















