in

IKEA-მ Roblox-ში პირველი ვირტუალური მაღაზია გახსნა

IKEA-მ Roblox-ში ვირტუალური მაღაზია გახსნა და მომხმარებლები არა მხოლოდ მის დათვალიერებას შეძლებენ, არამედ ზოგიერთს აქ რეალური დასაქმების შანსიც აქვს. ასე ვთქვათ, Co-Worker Game მოთამაშეებს საშუალებას მისცემს, ვვირტუალურ გარემოში აიწყონ კარიერა და რეალურად იქცნენ IKEA-ს თანამშრომლებად.

უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, კომპანიამ 10 ანაზღაურებადი თანამშრომელი უკვე აიყვანა ციფრული მაღაზიის გუნდის დასაკომპლექტებლად. თითოეული მათგანი ისე იმუშავებს, როგორც ჩვეულებრივ ფიზიკურ სამყაროში ხდება. დაიქარავების პროცესიც თითქმის ანალოგიურია — ავსებენ, ტვირთავენ რეზიუმეს და შესაძლებელია ვიდეოს გაგზავნაც. ასევე, კანდიდატების ასაკი 18 წელს უნდა აღემატებოდეს და ცხოვრობდნენ დიდ ბრიტანეთში ან ირლანდიაში. ხოლო შერჩეულ კანდიდატებთან ციფრული ინტერვიუები ტარდება.

საგულისხმოა, რომ თანამშრომლები საათობრივ ანაზღაურებას მიიღებენ — $16.80 საათში.

„გვიხარია, რომ პირველი ბრენდიი ვართ, რომელმაც Roblox-ზე ანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობა შექმნა. ამ ნაბიჯში ნათლად ჩანს, როგორ შეგვიძლია კარიერის განსხვავებული გზებით შექმნა და ტექნოლოგიური განვითარების სათავისოდ გამოყენება. ზოგადად, არასდროს ვყოფილვართ სწორხაზოვნებაზე ორიენტირებული… ჩვენს თანამშრომლებს შეუძლიათ, შეცვალონ როლები, გადავიდნენ სხვა განყოფილებაში და ნებისმიერი მიმართულებით გაიზარდონ. ახლა კი ამ მოცემულობას ციფრულ სამყაროშიც ვნერგავთ“, — განმარტავენ IKEA-ში.

 

ჯიპიაის, Mastercard-ის და ლიბერთის ერთობლივი ინოვაციური სერვისი

თიბისის ტექსკოლის ერთი წელი