in

IKEA-მ ახალ კოლექციაში ტექნიკა დეკორად აქცია 

თუ დააკვირდებით, ტექნოლოგიურ პროდუქტებს ხშირად ვმალავთ ხოლმე… თითქოს ინტერიერში არ ჯდება… სწორედ ამიტომ დგას ყოველი დინამიკის წინ მცენარე… იკეამ კი შვედ დიზაინერ თეკლა ეველინა სევერინთან, რომელიც თეკლანის სახელით არის ცნობილი, თანამშრომლობა სწორედ ამის გამოსასწორებლად დაიწყო, რომ მცენარეები დინამიკების უკან გადავდგათ და არა, პირიქით. 

კოლექცია დეკემბერში ჩაეშვება და თქვენს სპიკერებსა და სანათს მთავარ პერსონაჟებად აქცევს ოთახში. თამამი ფორმებითა და ნოსტალგიური ფერთა შეხამებებით ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, რომელიღაც ვინტაჟური მაღაზიიდან წამოიღეთ.

კოლექციის ცენტრში კი SOLSKYDD-ის ოჯახია მოქცეული, მრგვალი Bluetooth სპიკერების ტრიო — ყველაზე პატარა 8-ინჩიანი პორტატიული დინამიკია და სტაფილოსფერში გვხვდება, საშუალო ვერსია მწვანეა, კრემისფერი და ყავისფერი ხაზებით, ხოლო ყველაზე დიდი 18-ინჩიანია, გამორჩეული ტექსტურის მქონე სტაფილოსფერში, რომელსაც ეკრანთან დაკავშირებაც შეუძლია. ასე კი დიზაინერმა ოლა უილბორგმა ფორმების სერიოზულ ხმის ხარისხთან დაბალანსება გადაწყვიტა. 

ამ კოლექციის მეორე მთავარი პერსონაჟი KULGLASS-ის სანათებია, უფრო სწორად დინამიკი-სანათი — პიტნისფერ მწვანესა და ტერაკოტასფერში გვხვდება, ერთი ღილაკიც აქვს, რომლითაც ხმის ჩართვა ხდება შესაძლებელი. თუმცა ამ კოლაბორაციას განსაკუთრებულს მხოლოდ ესთეტიკური მხარე არ ხდის:

გვინდოდა სინაზე და მეგობრული ტონი შემოგვეტანა ტექნოლოგიაში, რათა ადამიანებს სახლის ელექტრო მოწყობილობებისთვის სხვანაირად შეეხედათ, შეეტანათ მეტი ფერი ყოველდღიურ სივრცეებში. ეს პროდუქტები თბილი და ხელმისაწვდომია და ის არის, რასაც ტექნოლოგიების უმეტესობა არ გვთავაზობს“.

მეტიც, კოლექციაში იკეას საკულტო VAPPEBY-ის სპიკერიც შედის, რომელზეც ახლა პირველივე შეხედვისთანავე ამოიცნობთ თეკლანის ხელწერას:

რაც შეეხება ფასებს, პორტატიული SOLSKYDD 80 დოლარიდან იწყება, საშუალო ზომის 100 დოლარი ღირს, ხოლო ყველაზე დიდი 140. სანათი-დინამიკების შემთხვევაში კი ფასი 130 დოლარია, რაც სიმართლე რომ ვთქვათ, იკეასთვის არც ისე იაფია…

ასეა თუ ისე, იკეა ახალი კოლექციით ამტკიცებს, რომ ხელმისაწვდომი დიზაინი სულაც არ ნიშნავს მოსაწყენს…

Pave Bank-ის მარკეტინგს ნანა გოგუაძე უხელმძღვანელებს

„თავისუფლება მოძრაობაში“, ფრანგული ხარისხი და ბავშვებზე ზრუნვის კულტურა – ინტერვიუ Petit Bateau Georgia-სთან