Ikea-მ არაერთი საინტერესო კამპანიის მომსწრე გაგვხადა, მათგან ბევრი კი, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივ საჭიროებებზე იყო მორგებული — ჯერ შვედ მომხმარებლებს შესთავაზა მზის სხივები, ახლა კი სინგაპურელებს სთავაზობს „ბალიშ-ჩანთებს“.
იკეასთვის ლურჯი დიდი ჩანთა რომ განუყოფელი ელემენტია, ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ახლა კი იგი სინგაპურელებისთვის დიდ ლურჯ ბალიშად გადააქციეს. რას ნიშნავს ეს? Ikea Singapore-მა შეზღუდული გამოშვებით მომხმარებლებს Resten-ის ჩანთა შესთავაზა, ჩვეულებრივ ლურჯ Frakta-ს ჩანთას ჰგავს იმ განსხვავებით, რომ ბამბა ჩაამატეს და ბალიშად აქციეს:
ასე კი იმიტომ გადაწყვიტეს, რომ სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე დარღვეული ძილის რეჟიმის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში. გლობალური YouGov-ის კვლევის თანახმად, სინგაპურელთა 54%-ს ღამეში 6 საათი ან უფრო ნაკლები სძინავს. ეს ჩანთა კი მათ საშუალებას მისცემს, გადაადგილების დრო ძილისთვის გამოიყენონ: