in

IKEA-მ დრონები დაასაქმა, რათა მაღაზიაში არსებული მარაგები შეამოწმოს

მას შემდეგ, რაც IKEA-ში გააცნობიერეს, რომ ტექნოლოგიები მათი თანამშრომლების კეთილდღეობაზე დადებითად აისახებოდა და ეს დაბალ ოპერაციულ ხარჯებსაც იწვევდა, დრონები ლოჯისტიკაში დასახმარებლად მოიწვიეს. როცა მაღაზიაში არავინაა, ლურჯ და ყვითელ ფერებში შემოსილი რობოტები იღვიძებს და მუშაობას იწყებს. საწყობებს ადევნებს თვალს, რათა ნახოს ყველაფერი ხომ წესრიგშია — IKEA-მ მაღაზიებში საფრენად და მარაგებზე თვალყურის სადევნებლად უკვე 100 ავტონომიური დრონი დაასაქმა ხორვატიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, სლოვაკეთში, შვეიცარიაში, სულ ახლახან კი ბელგიაში. 

დრონებთან ერთად მუშაობა გვიან ღამით იწყება, როცა ირგვლივ არავინაა. იგი იატაკიდან ჭერამდე ადის, ასკანერებს ყუთების შტრიხკოდებს 10 000-ზე მეტ ადგილზე და დაუყოვნებლივ აღნიშნავს იმ ერთეულებს, რომლებსაც ვერ პოულობს. შესაძლოა, ეს პროცესი საკმაოდ მარტივად ჟღერს, მაგრამ ადამიანებს კონკრეტული ამოცანის ხელით შესასრულებლად 3 თვე სჭირდებათ…

ამ ეტაპზე დრონი მარაგებს ამოწმებს, მაგრამ როგორც იკეას მფლობელი კომპანია Ingka Group ამბობს, მას მალე კონკრეტული ნივთების აღებაც უნდა შეეძლოს და ეს ყველასთვის მომგებიანი ამბავი იქნება… მსგავსად, იკეა Walmart-ისა და Amazon-ის მაგალითს მიჰყვება, თუმცა ამტკიცებს, რომ პირველი საცალო ვაჭრობის კომპანიაა, რომელიც ტექნოლოგიას ამ მასშტაბით წარმატებით იყენებს:

აი, როგორ იყენებს Coca-Cola ხელოვნურ ინტელექტს ახალი კამპანიისთვის

„We ♥ NYC“ საკულტო ლოგოს მოდერნული განახლება