იკეა და მსოფლიოში აღიარებული ფოტოგრაფი ენ ლიბოვიცი გაერთიანდნენ, რათა ეჩვენებინათ ფოტოები, რომლებიც მრავალფეროვან სახლებს ასახავს და მათ მაცხოვრებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოფენასაც Life at Home უწოდეს, რომელიც პარიზში 3 მარტამდე გაიმართება. იტალიის მოლაშქრეთა ფურგონიდან აღმოსავლეთ ლონდონის ნავის სახლამდე, ტოკიოს კომპაქტური ბინიდან მრავალი თაობის მუმბაის საცხოვრებლამდე, ლიბოვიცის ფოტოებში ყველაფერია ასახული…
„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ IKEA+-ის ღონისძიებას პარიზში! ეს ნამდვილად აჩვენებს, იმას რისთვისაც იკეა არსებობს უკვე 80 წელზე მეტია — ჩვენ სახლში ცხოვრების ოცნებებს ბევრისთვის ხელმისაწვდომ რეალობად ვაქცევთ. ასე რომ, გვსურს ეს ღონისძიება ხელოვნების, სტილისა და თვითგამოხატვის აღსანიშნავი იყოს, სადაც ყველას ეუბნებიან „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება““, — ამბობს იოჰან ლორელი, IKEA France-დან.
ინსპირაცია კი კვლევა იყო, რომლის თანახმადაც ინდივიდთა 48% თვლის, რომ მათი ცხოვრება ნაკლებად წარმოდგენილია მედიაში. აქ Life at Home Report-ს ვგულისხმობთ, რომლითაც Ikea გლობალური ცხოვრების ტრენდებს ავლენს და უნიკალურ ინსაითებს გვიზიარებს. ბოლოდროინდელი შედეგი კი სწორედ სახლში მომხდარ „შინაურ ამბებს“ ეხებოდა, რაც ამერიკელ ფოტოგრაფ ენისთან თანამშრომლობის წინაპირობა გახდა.
„ვცდილობთ შევცვალოთ ფაქტი, რომ ადამიანები ვერ ამჩნევენ, თუ როგორ არის მათი ცხოვრება მედიაში ასახული. IKEA+-ის გამოფენაზე სცენას სწორედ ამ ახალ ხმებს ვუთმობთ, ახალ გზებსა და პერსპექტივებს, რათა ვაჩვენოთ, როგორია ცხოვრება სახლში. გვსურს, ამ გამოფენამ შთააგონოს ადამიანები, რომ სახლი აქციონ ადგილად, რომელიც პატივს სცემს და ასახავს მათ უნიკალურ პერსონალობას“, — აცხადებს მარკუს ენგმანი, Ingka Group-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
გამოფენის სტუმრები კი შემდეგი ფოტოების ნახვას შეძლებენ: