21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ისტორიაში პირველად, მოსახლეობის უმეტესობა ქალაქში ცხოვრობს. ეს გულისხმობს იმას, რომ მუდამ დროის და სივრცის უკმარისობაა.
ყველა ნივთი, რომელსაც ვხმარობთ ადაპტირებული უნდა იყოს იმ გარემოსთვის, რაშიც ვიმყოფებით და პირველ რიგში ეს ავეჯს ეხება.
იკეას ახალი კამპანია, ავეჯი მათთვის, ვინც მუდამ “გადარბენაზეა” და 15 დიზაინერის მიერ შესრულებული 2014 წლის კოლექცია.
http://www.youtube.com/watch?v=ekduWxfJrL0
იდეის თანახმად, იკეას ახალი, თამამი კოლექცია თანამედროვე ადამიანზეა მორგებული. ფუნქციონალურობა, ხელმისაწვდომი ფასი და ხარისხი – სწორედ ამ სამი კომპონენტის გაერთიანება სცადეს კომპანიაში.