in

როგორ სახლებში ვიცხოვრებთ 2030 წელს? — Ikea-ს 3 კონცეფცია

ამ კითხვაზე პასუხს იკეამ ყოველწლიურ Home Report-ზე დაყრდნობით მიაგნო — კვლევის, რომელიც შეისწავლის, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რა სიამოვნებთ და რა სჭირდებათ თავიანთი სახლებისთვის. 2023 წელს ბრენდი 38 ქვეყნიდან 37 000 ადამიანს გაესაუბრა. აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ჩვენს ფინანსებსა და ჯანმრთელობაზე ვღელავთ. გამოკითხულთა 48% აცხადებს, რომ საცხოვრებელი ხარჯების ზრდის გამო კლიმატური ცვლილებების საპასუხოდ მოქმედება უჭირთ. ხოლო 20% ისურვებდა, თავიანთი ოჯახებისთვის საჭირო საკვები და ენერგია თავად მოეპოვებინათ.

არავინ იცის, ზუსტად როგორი იქნება მომავალი, ამიტომ ჩვენ მომავლის პოტენციურ ტრაექტორიებზე ვფიქრობთ, რომლებიც განსხვავებულად გამოიყურება, — აცხადებს მარია ჯინსონი, იკეადან, რომელიც 2030 წლის სახლების 3 კონცეფციასაც გვიზიარებს:

დროებითი სახლები

იკეას კონცეფცია ახალგაზრდა კაცზე ჯინზეა ფოკუსირებული, რომელიც სეულში სანაპიროზე ცხოვრობს, მაგრამ წყალდიდობის გამო მაღალმთიან ადგილზე ახალ ბინაში უწევს გადასვლა. ამ მიზნით გადაადგილებას იგი შეჩვეულია… თანაც ონლაინ მუშაობს. მისთვის სახლის შეგრძნება პერსონალურ AI მრჩეველს უკავშირდება. თუმცა მაინც, სახლი ჯინისთვის უსაფრთხო სივრცეა, სადაც იგი დამოკიდებულია ციფრულ ინსფრასტრუქტურასა და სისტემებზე. თუ დააკვირდებით, ეს იმ ცხოვრების წესს მოგაგონებთ, რომელსაც პანდემიისას დავეუფლეთ… 

მდგრადი საზოგადოება

ახლა კი წარმოიდგინეთ რაღაც ჩვენი მეგაპოლისებისა და VR სათვალეების მიღმა. როგორც უკვე გითხარით, Ikea-მ აღმოაჩინა, რომ ადამიანთა 20%-ს სურს, საკუთარი საკვები თავად მოიყვანოს და საჭირო ენერგიაც გამოიმუშაოს. სწორედ ამიტომ, ბიოდიზაინის სახლებს გვთავაზობს. მათ მიერ მოყვანილ მაგალითში ანჯელა განქორწინებული ქალია, რომელიც მასაჩუსეტში საერთო საცხოვრებელს უერთდება. ისეთ უნარებს ეუფლება, როგორებიცაა შედუღება, ეხმარება საზოგადოებას ანაერობული ნარჩენების მართვაში და სახლებში ე. წ. ბიომზის შპალერებს აკრავს, რათა ენერგია გამოიმუშაოს.

დაფიქრდით საზოგადოებაზე, რომელიც უფრო ახლოს მუშაობს ცოცხალ სისტემებთან. მხოლოდ ადამიანის ცოცხალ სისტემებთან კი არა, ისეთებთანაც, როგორებიცაა ბაქტერიები და ის, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენი ცხოვრების წესისთვის…, — განმარტავს ჯინსონი.

მზრუნველი სახლი

იკეას ბოლო კონცეფციაში კი ჯეიმის გვაცნობენ, არაბინარული სკოლის მასწავლებელს, ორ პარტნიორთან და ორ შვილთან ერთად, რომელიც ჩრდილოეთ შვედეთში ცხოვრობს. აქ იდილია სუფევს, თუმცა ჯეიმსის ოჯახს მრავალი წესი აქვს, რომელიც სამთავრობო რეგულაციების თანახმად უნდა დაიცვან. ეს უკანასკნელი ადამიანებს ავალდებულებს, გარემოსთან ჰარმონიაში იცხოვრონ.

ეკომეგობრული სახლია, სადაც იატაკი და სამზარეულოს ზედაპირები თვითწმენდის ფუნქციით სუფთავდება. მათ სახლის AI ასისტენტი Gaia ძალიან ეხმარება, აანალიზებს ყველაფერს დაწყებული სურსათიდან, დამთავრებული მათი ჯანმრთელობით. ხოლო, როცა ოჯახი ესტუმრებათ და ესეც იშვიათად მოხდება, ჯეიმი 3D ბეჭდვის ტექნიკით სოკოს შემცველი მასალისგან დამატებით ავეჯს შექმნის, რადგან სახლში ზედმეტი საგნები არავის აქვს…

რა სიახლეებზე ისაუბრა Google-მა CES 2024-ზე?

ეკრანთან გატარებული დრო ბავშვებში სენსორულ დარღვევებს უკავშირდება — კვლევა