in

IKEA-ს პირველი ჭკვიანი ჰაერის გამწმენდი, რომელიც მაგიდის ფუნქციას ითავსებს

მოწყობილობა სპეციალურ აპლიკაციასაც იყენებს

ჰაერის გამწმენდის ყიდვის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგალითად, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, ან ალერგიის წინააღმდეგ ბრძოლა. ასეთი მოწყობილობების ფასი $80-დან $800-მდე იცვლება. თავის მხრივ, ღირებულებას დამატებითი სერვისები განაპირობებს – მათ შორის აპლიკაციის კონტროლი, თავსებადობა ჭკვიან ასისტენტებთან, როგორიცაა Alexa, დამატებითი მონაცემების წვდომა და პერსონალიზაცია.

ახლა კი, როგორც ინტელექტუალური ჰაერის გამწმენდის პირველი მცდელობის ნაწილი, IKEA ცდილობს, ბაზარზე მოიკიდოს ფეხი. და ამასთან, ხელმისაწვდომობისა და მინიმალიზმის ძირითადი პრინციპები დაიცვას. შვედური გიგანტი Starkvind-ს ორ მოდელს აწარმოებს – ჰაერის გამწმენდს. ერთ-ერთი მაგთანი მაგიდის ფუნქციასაც ითავსებს. მისი ფასი $129 და $189-ს აღწევს, ხოლო, აპლიკაციის კონტროლზე წვდომისთვის ცალკე 35 დოლარის გადახდაა საჭირო.

ორივე გამწმენდი შიგნიდან იდენტურია – ისინი სამფილტრიან სისტემას შეიცავს, რომელიც უფრო დიდი ნაწილაკების მოსაპოვებლადაა შექმნილი, როგორიცაა თმა და სხვა სახის მტვერი. ასევე, იგი ყვავილის მტვერს, ფორმალდეჰიდსა და მსგავსი ტიპის დამაბინძურებლებს შთანთქვას.

გარდა ამისა, მოწყობილობას ხუთი განსხვავებული სიჩქარე აქვს, რომლის მონიტორინგიც IKEA Home აპლიკაციიდანაც შეგიძლიათ, მის ჭკვიან TR smartDFRI-სთან ერთად. ეს უკანასკნელი შაიბის ფორმის მოწყობილობაა, რომელიც მოქმედებს როგორც ხიდი ჭკვიან პროდუქტებსა და თქვენს სმარტფონს შორის. ხოლო თუ თავად არ გსურთ მისი მონიტორინგი, ავტომატური რეჟიმი ჩაშენებულ სენსორს ეყრდნობა, რომელიც ვენტილატორის სიჩქარეს არეგულირებს.

თუ ამ სტატიას გადააწყდი, დროა, შეისვენო და „ფუნდუკის“ გასაცნობად წამოგვყვე

მეცნიერებმა, მაგნიტური ჩაფხუტით, წარმატებით შეამცირეს მომაკვდინებელი სიმსივნე