5
Jun
2017

IKEA-ს 99 ცენტიანი ცისფერი ჩანთის 30 წლიანი ისტორია

5 Jun 2017



მართალია, IKEA-ს ცისფერი, 99 ცენტიანი ჩანთა უკვე თითქმის 30 წელია რაც იყიდება, მაგრამ ბოლო დროს, ის განსაკუთრებით აქტუალური პროდუქტი გახდა. მის მიმართ ამხელა ყურადღება, მოდის სახლ Balenciaga-ს მსგავსი ფერისა და ფორმის, ოღონდ ამ შემთხვევაში ტყავის ჩანთამ გამოიწვია, რომლის ღირებულებაც 2,145 დოლარია. Balenciaga-სგან განსხვავებით IKEA-ს ნამუშევარი ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, პრაქტიკულია. ბრენდმა ისედაც უკვე პოპულარული პროდუქტისთვის, სააგენტო Acne-ს დახმარებით, ახალი, ეფექტური სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, რომელიც ძალიან საინტერესოდ გადმოსცემს ჩანთის დანიშნულებას. ამ რგოლის შემდეგ, მომხმარებელი კიდევ უფრო კარგად დაინახავს, თუ რა განსხვავებაა ვიზუალურად ძალიან მსგავს, ფასითა და დანიშნულებით კი რადიკალურად განსხვავებულ ორ პროდუქტს შორის.

 

განხილვა