in

ტოკიოში IKEA-ს ინვენტარით აღჭურვილი ბინა 1 დოლარად ქირავდება!

პატარა საცხოვრებელი სულ რაღაც 10 კვადრატულ მეტრს მოიცავს

ყველასათვის ცნობილმა შვედურმა კომპანიამ IKEA სრულად გამოაწყო ბინა, რომელიც 2023 წლის 15 იანვრამდე ქირავდება. შინჯუკუს რაიონში მდებარე პატარა საცხოვრებელი სულ რაღაც 10 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მისი დაქირავება თვეში მხოლოდ 99 იენად (0,86$) იქნება შესაძლებელი. 

BOG
BOG

ტოკიო, თავისი 14 მილიონიანი მოსახლეობის ურბანულ მსოფლიოში ყველაზე დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტორმა განსაზღვრა აქ მიკროსაცხოვრებლების პოპულარობა და დახვეწა – დაწყებული კაფსულური სასტუმროებით, დასრულებული კომპაქტური საცხოვრებელი ადგილებით. ფაქტია, ტოკიოში იციან, როგორ გამოიყენონ მინიმალური სივრცე… 

აღსანიშნავია IKEA-ს გზავნილიც, რომლის მიხედვითაც, მის ავეჯს პატარა სივრცეების კომფორტულ, მყუდრო და ფუნქციონალურ გარემოდ გარდაქმნა შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, კომპანიამ საცხოვრებელში ვერტიკალური წყობა ამჯობინა და სივრცე ორ დონედ იყოფა. პირველ სართულზე განლაგებულია შესასვლელი კორიდორი, სამზარეულო, აბაზანა და სარეცხი მანქანა. ხოლო კიბე საძილე ანტრესოლისკენ მიემართება. 

რაც შეეხება ავეჯს, აქ IKEA-ს მრავალფუნქციურ ნივთებს შეხვდებით. მათ შორისაა IVAR შენახვის სისტემა, რომელიც სხვადასხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება – თაროების, უჯრების, კარადების და დასაკეცი მაგიდის დისტანციური მუშაობისთვის. საგულისხმოა ისიც, რომ ბორბლების საშუალებით, ავეჯის ადვილად გადატანაა შესაძლებელი. 

თავის მხრივ, ეს სიახლე IKEA-ს პატარა სახლების კამპანიას უკავშირდება, რომელიც პატარა სივრცეში ცხოვრებას უწყობს ხელს.

ქართული ინფლუენსერ მარკეტინგული პლატფორმა echolize უკვე მოლდოვაშია

ნახეთ, როგორი იყო Rally Adventure Georgia 2021