in

როდესაც 450 მილიონ დოლარს ნახატში იხდი და მისი ჩარჩო არ მოგწონს – IKEA-ს სახალისო კამპანია 

გასულ კვირას ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთმა ცნობილმა ფერწერულმა ტილომ “სალვატორ მუნდიმ” (მსოფლიოს მხსნელი) მსოფლიოს ყველა რეკორდი მოხსნა. ქრისტეს პორტრეტი 450 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე აუქციონზე აქამდე გაყიდული ნებისმიერი სხვა ხელოვნების ნიმუშის ფასი. ეს მოვლენა IKEA-მ სარეკლამო შესაძლებლობად აღიქვა და მასთან დაკავშირებით სახალისო, იუმორისტული კამპანიაც შემქნა. “When you spend $450 million on a painting, but don’t like the frame” ამ წარწერით ბრენდმა მომხმარებელს $9,99-იანი ის ჩარჩო წარუდგინა, რომელიც შესაძლოა რეკორდულს ნახატს გაცილებით უფრო მეტად მოუხდეს.

BOG
BOG

რას ურჩევს სერენა უილიამსი თავის პატარა გოგონას? – Gatorade-ის შთამბეჭდავი სამოტივაციო ვიდეორგოლი

Colliers International Georgia ქართულ ბაზარზე ოფისების საძიებო ახალ პლატფორმას ნერგავს