თუ გამოძინება გენატრებათ და დროს მაინც ვერ პოულობთ, ეს ვიდეო დაგარწმუნებთ, გადადოთ ყველა საქმე გვერდით და წაუძინოთ. წელს, ეს უკვე მეორე ვიდეორგოლია IKEA-სგან, სადაც აქცენტი მომხმარებლის კომფორტულ ძილზეა გაკეთებული. თუმცა, IKEA-ს ასეთი “ამოჩემება” გასაკვირი სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ დამღლელ და გადატვირთულ გარემოს, რომელშიც გვიწვეს მუშაობა, სწავლა და მოღვაწეობა. კომფორტულ საწოლში კარგად გამოძინება კი ნებისმიერი დღის კარგი დასაწყისია.
https://www.youtube.com/watch?v=7YwmESPTZFM












