in

ემოციური ვიდეორგოლი IKEA-ს მთავარ ღირებულებებზე

სადღაც, შესაძლოა, IKEA-ს პროდუქციას უბრალოდ კომფორტული საოჯახო ავეჯის დანიშნულება ჰქონდეს, მაგრამ შვედეთში, ბრენდის მშობლიურ მხარეში, მას უფრო მეტი ფასეულობა გააჩნია. ამ ფაქტის მომხმარებლისთვის გაზიარებაზე კი სააგენტო Åkestam Holst-მა ნამდვილად კარგად იმუშავა. ახალ ერთწუთიან ვიდეორგოლში Coming Home, ახალგაზრდა ქალბატონი სხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად იმისთვის, რომ ის პატარა ბავშვი ნახოს, რომლის შვილად აყვანაზეც წლები ოცნებობდა. სანამ ნამდვილი ოჯახური თანაცხოვრება და ცხოვრების ახალი ეტაპი, დედობის მოვალეობებთან ერთად დაიწყება, ჯერ მყუდრო სახლის მოწყობაა საჭირო, ისეთის, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად და თბილად იგრძნობს. სწორედ, ამ პრიორიტეტებს ემსახურება ბრენდი – მთავარი იმ ოჯახური სიმყუდროვის შექმნაა, რომელიც ბედნიერი თანაცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

 

ქალის სახეზე მორგებული სხვადახვა ცხოველის თვალი – უნგრელი ფოტოხელოვანის ექსპერიმენტი

შემზარავი რეალობა სოციალურ ქსელებს მიღმა – Movistar-ის ვიდეორგოლი მოულოდნელი დასასრულით