in ,

Ikea-ს პასუხი მაიმუნი პანჩის ვირუსულად გავრცელებულ მიმზე

სრულიად ინტერნეტსამყარო მოიხიბლა მიტოვებული პატარა მაიმუნით, რომელიც Ikea-ს ორანგუტანგის პლუშის სათამაშოსთან დამეგობრდა. ბევრისთვის ეს ემოციური და გულისამაჩუყებელი ისტორია უბრალოდ ვირუსული კონტენტი იყო, მაგრამ Ikea-მ მასში კიდევ ერთი რამ დაინახა – შესანიშნავი მარკეტინგული შესაძლებლობა.

BOG
BOG

ხშირად საუკეთესო რეკლამები წინასწარ დეტალურად დაგეგმილი კამპანიების შედეგია, თუმცა Ikea-ს სწრაფი რეაგირება იმის მაგალითია, როგორ შეიძლება ვირუსული მომენტი დროულად იქცეს გენიალურ სარეკლამო სვლად. ემოციებზე თამაშით, ბრენდის ხუმრობანარევმა პასუხმა ამ კვირაში ინტერნეტის სიმპათიები მოიპოვა.

პანჩი-კუნი (მეტსახელად პანჩი) ონლაინსივრცეში გავრცელდა სურათების სერიის მეშვეობით, სადაც ჩანს, როგორ დაათრევს ყველგან თავის უსულო სათამაშოს. დაბადების შემდეგ დედის მიერ მიტოვებული პატარა მაკაკა იჩიკავას ზოოპარკის მომვლელებმა გაზარდეს და სწორედ მათ მისცეს Ikea-ს პლუშის სათამაშო, როგორც ერთგვარი „შემცვლელი“ მეგობარი. ხშირად ჩანდა, როგორ ეხუტებოდა პანჩი სათამაშოს და მასთან პოულობდა კომფორტს.

ტრენდს აჰყვა Ikea Hong Kong-იც და თავისი Sandlöpare და Djungelskog რბილი სათამაშოებით პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ერთვოდა ხუმრობანარევი წარწერა: „პანჩის აყვანას ვერ შეძლებთ, ის უკვე ზოოპარკის ნაწილია. იყიდეთ Ikea-ს ეს ვერსია და არც რწყილების დაჭერა მოგიწევთ“. მართალია, ბევრს პანჩის აყვანა თავადაც სურდა, მაგრამ ეს ალტერნატივაც საკმარისად მომხიბვლელი აღმოჩნდა.

სასიამოვნოა ისიც, რომ ისტორიას ბედნიერი დასასრული აქვს. იანვრის შუა რიცხვებში პანჩი წარმატებით შეაერთეს ზოოპარკის მაკაკების ჯგუფთან და ახლა კარგად გრძნობს თავს თავის „ცოცხალ“ მეგობრებს შორის. მეტიც, უფროსი მაკაკებიც ეფერებიან კიდეც – და ეს უკვე ნამდვილად ემოციური მომენტია ამ ისტორიაში.

ფრილანსერობის კრიზისი, რომელიც ბოლო დროს გლობალურად გავრცელდა

როდის არის სასარგებლო გახსნილობა სამსახურში და როდის – სიფრთხილე