in

IKEA-მ პროდუქტები ზოდიაქოს მიხედვით გადაანაწილა

Ikea-მ ამჯერად ვარსკვლავებს მიმართა, რათა თქვენთვის საუკეთესო პროდუქტი შემოეთავაზებინა, ისეთი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი იქნებოდა… თითოეულს ახალი პროდუქტი შეუსაბამეს, იქნება ეს MITTZON-ისა თუ Nytillverkad-ის კოლექციები, რომლებიც 60-70-იანი წლების დიზაინს აცოცხლებს.

Moody Scorpio-ს მოხიბვლას SÖTRÖNN-ის სურნელოვანი სანთლით ცდილობენ, ხოლო კუროს მდიდრულ FRÖDD-ის პლედს სთავაზობენ. რაც შეეხება ყველაფრის მცოდნე ქალწულებს, მათ BJÖRKSTA-ს ფოტო შეიძლება, მოეწონოთ, რომელზეც პერიოდული სისტემაა გამოსახული… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჯობს, თავად ნახოთ და იპოვოთ, რომელ პროდუქტს გირჩევთ იკეა თქვენი ზოდიაქოს მიხედვით:

ვერძი — MITTZON-ის მაგიდა

კურო — FRÖDD-ის პლედი

ტყუპები — BRUNTÅG-ის ბალიშის პირები

კირჩხიბი — KRANSMALVA-ის საბანი

ლომი — SOTENÄS-ის სავარძელი

ქალწული — BJÖRKSTA-ს სურათი ჩარჩოთი

სასწორი — DJURTRÄNARE-ს კალათა

მორიელი — SÖTRÖNN-ის სურნელოვანი სანთელი

მშვილდოსანი — FRÖDD პუფი

თხის რქა — SMÖRKULL-ის საოფისე სკამი

მერწყული — ACKJA-ს მაგიდის სანათი

 

7 მნიშვნელოვანი სიახლე Apple-ის ღონისძიებიდან

კრისტიან ლუბუტენმა სკამს ქუსლიანი ფეხსაცმელი „ჩააცვა“