IKEA-ს ახალ კატალოგს მომხმარებელი სულმოუთქმელად ელის ხოლმე, თუმცა იტალიაში მასზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ხშირად იპარავენ კიდეც. მეზობლები, თანამშრომლები და უბრალოდ ქუჩაში გამვლელებიც კი ვერ უძლებენ ცდუნებას და უნებლიედ, ხელი სხვისი კატალოგისკენ მიუწევთ. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა ისეთი რამ მოეფიქრებინა, რისი საშუალებითაც კატალოგი მფლობელის ხელში დარჩებოდა და თავისი ყველა გვერდით დატკბობის საშუალებას ბოლომდე მისცემდა. პრობლემის მოსაგვარებლად IKEA-მ სხვადასხვა თემისა და უინტერესო კონტენტის მქონე ჟურნალის ყდები შექმნა, რომლებიც ცალკე იყიდება და მომხმარებელს შეუძლია ის თავის კატალოგს გადააკრას.