in

როგორ ვაქციოთ IKEA-ს ხალიჩა ჯონ სნოუს მოსასხამად? – ბრენდის სახალისო ჩანახატი და დეტალური ინსტრუქცია

HBO-ს განსაკუთრებით პოპულარული სერიალი, სამეფო კარის თამაშები მაყურებელში ასეთი პოპულარობითა და მოწონებით, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის წყალობით სარგებლობს. შინაარსს, მოქმედებებსა და უნიჭიერეს მსახიობებს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთი სწორედ ასეთი ფაქტორი, საოცარი კოსტიუმებია, რომლის შექმნაზეც გადამღები ჯგუფი ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, IKEA-ს არც დიდი მონდომება დასჭირვებია და არც ბევრი წვალება, ბრენდმა ძალიან მარტივად შესთავაზა მომხმარებელს ჯონ სნოუს მსგავსი ბეწვის მოსასხამი. კომპანიამ სერიალში მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ცოტა გამხიარულება გადაწყვიტა და მომხმარებელს სახალისო ჩანახატის დახმარებით დეტალური ინსტრუქცია წარუდგინა იმისა, თუ როგორ შეიძლება IKEA-ს ხალიჩა ვაქციოთ ჯონ სნოუს მოსასხამად.

აღმოაჩინეთ თურქეთი პოეზიასთან ერთად – თურქეთის ტურიზმის სამინისტროს ვიდეორგოლი

მარცხი – წარმატების საუკეთესო მოტივატორი – Always-ის ვიდეორგოლი