ახალი iPhone 8, 8 Plus და X მოწყობილობები მხარდაჭერილია უსადენო დატენვის ფუნქციით, რაც გულისხმობს, რომ iPhone-ის მომხმარებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ტელეფონები დატენონ IKEA-ს მოწყობილობებზე, ადაპტერის გარეშე. „მოვიდა დრო, როცა iPhone-ის მფლობელები შეძლებენ მულტიფუნქციური RIGGAD-ის, თქვენი ტელეფონების საყვარელი სანათის შესაძლებლობებით სარგებლობას“, – ვკითხულობთ IKEA-ს ოფიციალურ განცხადებაში.
IKEA 2015 წლიდან ყიდის უსადენო დამტენ მოწყობილობებს, თუმცა ყველა პროდუქტი ითხოვდა ადაპტერებს იმისთვის, რომ შეესრულებინათ iPhone-ის დამტენის ფუნქცია. დღემდე, iPhone-ის მომხმარებლებს უწევდათ, ეყიდათ IKEA-ს უკაბელო დამტენიანი ჩასადები (VITAHULT) იმისათვის, რომ ტელეფონი სანათთან თავსებადი ყოფილიყო.
„ამ წამოწყებით, IKEA და Apple, საბოლოოდ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს“, – IKEA. „IKEA არის ძალიან პროგრესული უკაბელო დამტენებთან დაკავშირებით და ჩვენ ვღელავთ, რომ როგორც იქნა, აიფონის მფლობელებს შეუძლიათ, გამოიყენონ მათ შორის ყველაზე მძლავრი სანათები, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია“, – Morten Kjær, IKEA-ს კრეატიული ჰაბის დირექტორი.