in

IKEA-მ Swedish Mafia House-სთან ერთად ახალი კოლექცია შექმნა

ორი შვედური გონების შერწყმით ახალი კოლექცია შემოქმედებით პროცესში დამწყები მუსიკოსების დასახმარებლად შეიქმნა. სწორედ ამიტომ, IKEA-სა და Swedish Mafia House-ის მიერ შექმნილი დიზაინიც არსებულ საჭიროებებზეა მორგებული. მათ შორისაა ვინილიც, რომლის დინამიკებთან დაკავშირებას ჩვეულებრივ Bluetooth-ით შეძლებთ.

IKEA-ს თქმით, იგი სიმარტივესა და გამბედაობასაც ასახავს. შავი დახვეწილი დიზაინის მქონე მოწყობილობა თქვენი სახლის სტუდიისთვის შესანიშნავი სიახლე იქნება. მინიმალისტური დიზაინი კი OBEGRÄNSAD-ის ნებისმიერ ინტერიერზე მორგების საშუალებას მოგცემთ.

რაც შეეხება მაგიდას, მას ორი დინამიკის სადგამი აქვს და ამასთან, თაროც კლავიატურისა და სხვა მოწყობილობებისთვის. ეს კოლექცია 20-ზე მეტ ნივთს მოიცავს, რომელიც კრეატიულობითა და მუსიკით არის გაჟღენთილი. გამოდის, თქვენი სახლის შვედურ სტილში გადაქცევას მალევე მოახერხებთ. 

IBM-ის ავტონომიურმა გემმა ატლანტის ოკეანეში წარმატებით იმოგზაურა!

თანამედროვე მიდგომები ამართლებს – ტესლა დეზერტირების ბაზარში