საერთაშორისო ტექ კომპანია IKG ქართულ ბაზარს შემოუერთდა და ადგილობრივ ტალანტებს აქტიურად ეძებს. IKG-ის ფილოსოფია იაპონურ “IKIGAI” კონცეფციას ეფუძნება – საკუთარი მიზნისა და ვნების პოვნა იმაში, რასაც აკეთებ. ეს პრინციპი გამოიხატება კომპანიის ყველა გადაწყვეტილებაში, თანამშრომლების შერჩევიდან, პროდუქტის განვითარების ჩათვლით.
IKG გამორჩეულ სამუშაო სივრცეს ქმნის. საბურთალოზე, 3000 კვადრატული მეტრის ფართობზე შექმნილი თანამედროვე ოფისი მორგებულია იმ საჭიროებებზე, რომლებსაც ქართველი პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან. საოფისე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია პირადი პარკინგი თითოეული თანამშრომლისთვის, საერთო და ინდივიდუალური სამუშაო სივრცეები, სავარჯიშო დარბაზი და სილამაზის სალონიც კი.
კომპანიის გრძელვადიანი ხედვა ითვალისწინებს თბილისის, როგორც ინოვაციის ჰაბის ჩამოყალიბებას, სადაც ქართველი ტალანტები გლობალურ ასპარეზზე შეძლებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას. დეტალებზე IKG-ის HR მენეჯერი ქეთი პაპიაშვილი გვესაუბრა.

M: გვიამბეთ IKG-ის საქმიანობის შესახებ – როგორია კომპანიის ჩამოყალიბების საფუძველი და რატომ აირჩიეთ ქართული ბაზარი?
IKG საერთაშორისო ტექ კომპანიაა, რომელიც თბილისში გუნდის ჩამოყალიბების პროცესშია. კომპანია აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამორჩეულ დიზაინს და ადამიანებს, რომლებიც შემოქმედებითი მიდგომებით ქმნიან უნიკალურ პროდუქტებს.
ბრენდის კონცეფცია ეფუძნება იაპონურ ფილოსოფია “IKIGAI”-ს, რომელიც გულისხმობს საკუთარი მიზნისა და ვნების პოვნას იმ საქმეში, რასაც აკეთებ. ეს ფილოსოფია IKG-ში მიმდინარე ყველა პროცესის საფუძველია. გუნდის თითოეულ წევრს ვეხმარებით იპოვოს და განავითაროს საკუთარი შინაგანი მოტივაცია.
IKG Group Holding Ltd მალტაში დაფუძნებული კომპანიაა. ის აერთიანებს პროფესიონალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თბილისი კი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც IKG-ს ლოკალიზებული ოფისი მდებარეობს. საქართველოს არჩევის მთავარი მიზეზი გახდა გამორჩეული პროფესიონალების სიმრავლე – ადამიანები, რომელთა ღირებულებები და ხედვა სრულ თანხვედრაშია ბრენდის ფილოსოფიასთან.
Crystal Live Games Studio გახლავთ IKG-ის პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოში იქმნება. ის გულისხმობს თანამედროვე, თანამშრომლის კომფორტზე მორგებული სტუდიების მშენებლობას, რომელიც ამ დროისათვის, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარეობს.

M: რა გამოარჩევს თქვენს კორპორაციულს კულტურას?
ჩვენი კორპორაციული კულტურა ეფუძნება პრინციპს Passion Powers Play. IKG-ის ოთხი ძირითადი ღირებულება გვაძლევს მიმართულებას ყოველდღიურ საქმიანობაში:
PASSION – გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. თითოეულ ამოცანაში ვდებთ ენერგიასა და ინტერესს.
INNOVATION – ენთუზიაზმით ვხვდებით ახალ იდეებსა და ტექნოლოგიებს, რათა განვსაზღვროთ ინდუსტრიის სტანდარტები.
INCLUSIVITY – თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანები გრძნობენ პატივისცემას, თანასწორობასა და თავისუფლებას საკუთარი თავის გამოხატვისთვის.
RESILIENCE – გამოწვევები ჩვენი ზრდის ნაწილია. არასდროს ვჩერდებით, სანამ მიზანს არ მივაღწევთ.
ჩვენს კულტურას გამოარჩევს ის, რომ თბილისის ოფისში მუშაობენ პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს მრავალფეროვნება ქმნის შთამაგონებელ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც განსხვავებული აზრები ერთიან მიზნად გარდაიქმნება.

M: რა განსაკუთრებული ბენეფიტები და სამუშაო პირობები ელით თქვენთან მომუშავე პროფესიონალებს?
IKG-ის გუნდმა შეისწავლა ადგილობრივი შრომითი ბაზარი და თანამშრომელთა მთავარი საჭიროებები. ადვილი შესამჩნევია პარკირების სირთულე, გადატვირთული ლოკაციები და არასაკმარისი კომფორტი სამუშაო სივრცეებში. ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თბილისში იქმნება თანამედროვე ოფისი, რომელიც პასუხობს ამ გამოწვევებს და კონკურენტულ პირობებსა და ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – კომფორტულ, თანამედროვე და ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სივრცეში. სივრცე მოიცავს:
- ღია საერთო სამუშაო სივრცეებს გუნდური მუშაობისთვის
- მყუდრო სამუშაო კუთხეებს ფოკუსური ამოცანებისთვის
- საერთო სივრცეებს იდეების გაზიარებისა და კომუნიკაციისთვის
გარდა ამისა, ოფისის ტერიტორიაზე იგეგმება სავარჯიშო სივრცისა და სილამაზის სალონის მშენებლობა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს თანამშრომელთა ყოველდღიურ კომფორტს. ყველა თანამშრომელს გააჩნია პირადი პარკირების ადგილი, რაც ვფიქრობთ, ყოველდღიურ სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს.
IKG-ში გვჯერა, რომ კარგად დაგეგმილი გარემო ზრდის მოტივაციასა და პროდუქტიულობას. კონკურენტული ანაზღაურება, პროფესიული განვითარება და ადამიანური მიდგომა ქმნის იმ ეკოსისტემას, სადაც ჩვენი გუნდი ბედნიერად და თავდაჯერებულად მუშაობს.

M: რა პროფილის სპეციალისტებს ეძებთ ამჟამად და რა შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ, ვისაც სურს IKG-ის გუნდის ნაწილი გახდეს?
ამჟამად, ვეძებთ შემოქმედებითად მოაზროვნე, პროაქტიულ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს – PASSION, INNOVATION, INCLUSIVITY და RESILIENCE. ძირითადად, ვეძებთ პროფესიონალებს შემდეგ სფეროებში:
- პროდუქტები
- დიზაინი
- საოპერაციო მიმართულებები
ღია პოზიციების შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია, თვალი მიადევნეთ ჩვენს ინსტაგრამ და ლინკდინ გვერდს, რათა არ გამოგრჩეთ შესაძლებლობა შემოუერთდეთ IKG-ის გუნდს.

M: როგორ წარმოგიდგენიათ IKG-ის გრძელვადიანი განვითარება საქართველოში?
საქართველო ჩვენი გრძელვადიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. თბილისში იქნება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე Live Casino – Crystal Live Games Studio. ტექნოლოგიურად დახვეწილი, ვიზუალურად გამორჩეული და ადგილობრივი ტალანტებით შექმნილი.
ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას პროდუქტის განვითარების მიმართულებაში, გავაძლიერებთ პროდუქტებისა და დიზაინის გუნდებს და შევქმნით წინსვლის შესაძლებლობებს ადგილობრივი და საერთაშორისო ტალანტებისთვის.
[R]











