საქართველოს ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩების მოლოდინში, IKG გულშემატკივრებისთვის ახალ გამოწვევას აანონსებს: ყველამ ვუპასუხოთ ერთ კითხვას – „რატომ გჯერათ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს?”
კამპანიის მიზანია, გააერთიანოს გულშემატკივრების ემოცია, ენერგია და სიყვარული ნაკრების მიმართ, შექმნას საერთო სივრცე, სადაც თითოეული გულშემატკივრის ხმა გახდება საერთო წარმატების ნაწილი.
ამისთვის თქვენ რა უნდა გააკეთოთ?
გულშემატკივრებს შეუძლიათ, ჩაწერონ TikTok ან Reels ვიდეოები, სადაც კრეატიულად მოყვებიან, თუ „რატომ სჯერათ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს”.
ვიდეოსთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი გულშემატკივრობის ძველი კადრები ან შექმნათ სრულიად ახალი კადრები. არჩევანში თავისუფალი ხართ, მთავარია, პასუხობდეთ კითხვას და ეს ამბავი გადმოსცეთ ემოციურად, ასევე, შემოქმედებითად.
გაითვალისწინეთ!
სტენდაფური ვიდეოები (სადაც უბრალოდ კამერის წინ დგახართ და საუბრობთ) დაშვებულია, თუმცა ფინალისტების არჩევისას უპირატესობა მიენიჭება კრეატიულ და გამორჩეულ ვიდეოებს.
როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?
*გამოიწერეთ კომპანიის TikTok ან Instagram-ის გვერდი
* ატვირთეთ ვიდეო TikTok-ზე ან Instagram-ზე 1 ოქტომბრამდე
* მონიშნეთ IKG-ის ოფიციალური გვერდი (TikTok-ზე ნიშნავთ TikTok-ს, ხოლო Instagram-ზე Instagram-ის გვერდს)
* გამოიყენეთ კამპანიის ჰეშტეგი #IKGforGEO
რას მიიღებთ პრიზად?
IKG გამოავლენს 5 ფინალისტ ვიდეოს, ხოლო ერთ გამარჯვებულს ელის განსაკუთრებული საჩუქარი – ორკაციანი საგზური ესპანეთში, საქართველოს მატჩზე, რომელიც გაიმართება 11 ოქტომბერს.
IKG-ის შესახებ
IKG არის საერთაშორისო პროდუქტ დეველოპერული კომპანია, რომელიც თბილისში აქტიურად აყალიბებს გამორჩეულ გუნდს და უკვე 100-ამდე თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის მთავარი სტრატეგიაა თანამშრომელზე მორგებული გარემოს შექმნა, პარალელურად კი მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა.
ახლა თქვენი დროა – გვაჩვენეთ, რატომ გჯერათ ჩვენი ბიჭების და გახდით იმ ისტორიის ნაწილი, რომელსაც საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიჰყავს! თუ 4 მილიონი ადამიანი დაიჯერებს, ყველაფერი შესაძლებელია!
[R]












