კანადურ სარეკლამო სააგენტო KBS+P-მ, “World Vision Canada”-თვის ორი სარეკლამო რგოლი მოამზადა.
კამპანიის მიზანია მოგვაწვდინოს მესიჯი, რომ არც ერთი ბავშვი არ უნდა იმყოფებოდეს გასაყიდად. პირველი ორი ვიდეო ეკუთვნის ‘No Child For Sale’ კამპანიას, რომელშიც ნაჩვენებია ორი ბავშვი, ისინი შორს არიან თინეიჯერის წლოვანებამდე, მაგრამ უკვე ახლა უწევთ საკერავ მანქანასთან, ან სამშენებლო მოედანზე მუშობა. წამყვანები უხსნიან მაყურებლებს, რომ ეს ბავშვები “გასაყიდად გამზადებულები” არიან და რომ მათ შეუძლიათ დღეში 16-18 საათი იმუშაონ.
კამპანიის მიზანია შეგვახსენოს, რომ ასეთი ფაქტები ყოველდღიურად ხდება მსოფლიოში. ბოლო ვიდეოში ეს ფაქტები დეტალურადაა ასახული.