13 ივნისს საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ავტორი ფრანსესკ მირალესი ეწვევა, რომლის თანაავტორობით შექმნილი ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო „იკიგაი“ ბესტსელერად იქცა. 14 ივნისს, 19:00 საათზე ავტორი თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მკითხველთან შეხვედრას გამართავს.
ფრანსესკ მირალესი არის ბესტსელერი წიგნების ავტორი, ლექტორი, ჟურნალისტი. ღონისძიების ფარგლებში ისაუბრებს თუ რა არის იკიგაი, რატომ არის მისი აღმოჩენა მნიშვნელოვანი, როგორ უნდა იპოვო ჰარმონია საკუთარ თავთან და მართლა შესაძლებელია იყო ბედნიერი აქ და ახლა? რა ტექნიკები და ცხოვრების რა წესები გვჭირდება ამის მისაღწევად?
ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის თანაავტორობით შექმნილი „იკიგაი“ მოგვითხრობს იაპონურ ფილოსოფიაზე, თუ როგორ „შევაჩეროთ“ დაბერება, როგორ ვიპოვოთ დინება ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, რას ნიშნავს იკიგაის დიეტა და სხვა. წიგნი 2016 წელს გამოიცა და მას შემდეგ პოპულარობით სარგებლობს, ის უკვე 54 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს „შემოვლას“ კვლავაც აგრძელებს.
მირალესის თანაავტორობით შექმნილ ნამუშევრის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, 2022 წლის მაისიდან კი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ის ქართულ ენაზეც გახადა ხელმისაწვდომი.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
#იკიგაი
#პალიტრაL
#ფრანსესკმირალესი
#შეხვედრაავტორთან










